ჰააგაში უკრაინამ რუსეთს არბიტრაჟში $5 მლრდ მოუგო

ჰააგაში უკრაინამ რუსეთს არბიტრაჟში $5 მლრდ მოუგო

access_time2023-04-13 16:30:50

ჰააგის სასამართლომ რუსეთს, ყირიმში „ნაფტოგაზის“ ზარალისა და დაკარგული ქონების საკომპენსაციოდ, 5 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ნაფტოგაზ ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსეი ჩერნიშევმა  განაცხადა, რომლის განცხადებაც კომპანიამ გამოაქვეყნა.


„მიუხედავად რუსეთის მცდელობებისა, ხელი შეუშალოს მართლმსაჯულებას, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაავალა რუსეთის ფედერაციას 5 მილიარდი დოლარის ზარალის კომპენსაცია „ნაფტოგაზისთვის“. ახლა რუსეთმა უნდა შეასრულოს ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად“, - განაცხადა „ნაფტოგაზ“ ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსეი ჩერნიშევმა, .


ეს გადაწყვეტილება ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოს ტრიბუნალმა 2023 წლის 12 აპრილს მიიღო.



საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადასტურა, რომ რუსეთმა სრულად უნდა აანაზღაუროს „ნაფტოგაზისთვის“ მიყენებული ზიანი რუსეთის მიერ ყირიმში „ნაფტოგაზ ჯგუფის“ კომპანიების აქტივების უკანონო ჩამორთმევისთვის.


„საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს სააღსრულებო მექანიზმით. ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უარს იტყვის სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებაზე, 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის შესაბამისად, „ნაფტოგაზს“ უფლება აქვს დაიწყოს გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების პროცესი იმ სახელმწიფოების ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის ფედერაციის აქტივები მდებარეობს“, - აცხადებენ „ნაფტოგაზში“.

„ამ გადაწყვეტილებით დადგენილი კომპენსაციის ოდენობა არის ყველაზე დიდი თანხა, რომელიც საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დააწესა, როგორც კომპენსაცია რუსეთის მიერ ყირიმში აქტივების ექსპროპრიაციისთვის“, - ნათქვამია „ნაფტოგაზის“ განცხადებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up