ვენის და ვილნიუსის შემდეგ, უკრაინის მხარდასაჭერი ტრამვაი ჰააგაში ამოქმედდა. „უკრაინული“ ტრამვაის მარშრუტი ჰააგაში მშვიდობის სასახლის მიმდებარედ გაივლს, სადაც იუსტიციის საერთაშორისო სასამართლო და მუდმივი საარბიტრაჟო სასამართლოა განთავსებული.
ნიდერლანდების დასავლეთით, ქალაქ ჰააგაში გამოჩნდა ტრამვაი, რომელიც მიზნად უკრაინული პლატფორმა UNITED24-ის მხარდაჭერას ისახავს, რომელიც უკრიანის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ შექმნა. ამის შესახებ „უკრინფორმი იუწყება.
„ნებისმიერი შემოწირულობა ან ფინანსური წვლილი United24 პლატფორმაზე უკრაინის მხარდასაჭერი ფასდაუდებელი ჟესტია“, - განაცხადა მაქსიმ კონონენკომ, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში.
გამოცემის კორესპონდენტის ცნობით, ტრამვაი ნომერი 1 ჰოლანდიის ქალაქების ჰააგისა და დელფტის მთავარ ქუჩებზე გადის. პირველი ქალაქი, რომელშიც ასეთი ტრანსპორტი ამოქმედდა, ვენა იყო, მოგვიანებით მას ვილნიუსი შეუერთდა.
ტრამვაი უკრაინული მოტივებით გეორგი ნარბუტიმ გააფორმა, დიზაინზე მარია ნორაზიანმა და ხარკოვის დიზაინის სტუდია Grafprom-მა იმუშავეს.