გაეროს საერთაშორისო სასამართლოზე რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდის საკითხზე მიმდინარე მოსმენაზე უკრაინის დელეგაციის წევრმა ელენა ზერკალმა რუსეთისადმი უკრაინის ძირითადი მოთხოვნები დაასახელა.
სააგენტო UNIAN-ის ცნობით, ზერკალმა პირველ მოთხოვნად რუსეთის მიერ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა დაასახელა, რომელსაც კრემლი უკრაინის ტერიტორიაზე აწარმოებს.
უკრაინა რუსეთისგან ასევე ითხოვს უარი თქვას ყველა ისეთ ქმედებაზე, რაც გაამწვავებს დავას და სასამართლოს გაურთულებს გადაწყვეტილების მიღებას.
გარდა ამისა, შემდეგი განხილვების საგანი გახდება რეპარაციისა და კომპენსაციის საკითხები.