სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა აგვისტოს ომის საქმეზე დაკავების ორდერები გამოსცა 3 პირისთვის:
- გენერალ-ლეიტენანტი მიხეილ მინძაევი;
- დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შსს-ს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი ჰამლეტ გუჩმაზოვი;
- სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში დავიდ სანაკოევი.
პროკურორის შეფასებით, ეს პირები, სავარაუდოდ, უშუალოდ მონაწილეობდნენ ომის დანაშაულების ჩადენაში: უკანონო დაკავება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შელახვა, მძევლად ხელში ჩაგდება, იძულებითი გადაადგილება. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ჰააგის სასამართლომ გამოაქვეყნა.