მალაიზიური Boeing MH17-ის კატასტროფის საქმეზე ჰააგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
Reuters-ის ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ თვითმფრინავი ბუკის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემიდან ნასროლი რუსული წარმოების რაკეტით ჩამოაგდეს. რაკეტა გაშვებული იყო პერვომაისკიდან, რომელიც იმ დროს საოკუპაციო რეჟიმის კონტროლის ქვეშ იყო. სერგეი დუბინსკი, ოლეგ პულატოვი, ლეონიდ ხარჩენკო და იგორ სტრელკოვ-გირკინი სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებაში არიან ბრალდებულები.
სასამართლომ ასევე აღიარა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდების დროს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიას რუსეთი აკონტროლებდა.
შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავი დონბასის თავზე 2014 წელს ჩამოაგდეს. ბოინგის ჩამოვარდნას 298 ადამიანი ემსხვერპლა.