ჰაიტის პოლიციის ცნობით, პრეზიდენტი 28 კაცისგან შემდგარმა უცხოურმა დაჯგუფებამ მოკლა

ჰაიტის პოლიციის ცნობით, პრეზიდენტი 28 კაცისგან შემდგარმა უცხოურმა დაჯგუფებამ მოკლა

access_time2021-07-09 12:50:00

ჰაიტის პოლიციამ განაცხადა, რომ უცხოელ დაქირავებულთა ჯგუფი, რომლებმაც პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი მოკლა, სულ მცირე 28 ადამიანისგან შედგებოდა. პოლიციის უფროსის ლეონ შარლის თქმით, დაკავებულია კოლუმბიის 15 მოქალაქე და აშშ-ის 2 მოქალაქე. 3 კოლუმბიელი პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს მოკლეს, 8-ის ძებნა კი გრძელდება.


პრესკონფერენციაზე, რომელიც ჰაიტის პოლიციის უფროსმა გამართა, დაკავებულებიც მიიყვანეს, იუწყება BBC. სააგენტოს თანახმად, ისინი ხელბორკილებით იატაკზე ისხდნენ, ზოგს კი ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული. ჟურნალისტებს აჩვენეს ასევე მათთვის ჩამორთმეული იარაღი, კოლუმბიური პასპორტები, რაციები, არმატურის საჭრელი ჩაქუჩები და მაკრატლები. ლეონ შარლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლიცია დანაშაულის ორგანიზატორებს ეძებს.


კოლუმბიის ხელისუფლებამ უკვე აღუთქვა ჰაიტის პოლიციას დახმარება პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიებაში. თავის მხრივ, ვაშინგტონს ჯერ არ დაუდასტურებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელებს შორის აშშ-ის მოქალაქეებიც იყვნენ.


ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი უცნობმა პირებმა ოთხშაბათს ღამით მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით ქვეყნის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში, პრეზიდენტის რეზიდენციაში. პრეზიდენტი ადგილზე გარდაიცვალა. მის სხეულში ტყვიისგან მიყენებული 12 ჭრილობა აღმოაჩინეს. დაშავდა მისი მეუღლე, მარტინ მოიზიც. მოგვიანებით იგი აშშ – ში გადაიყვანეს სამკურნალოდ. არსებული ინფორმაციით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ თავდამსხმელები თავს წარადგენენ აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებად და ყველას იატაკზე დაწოლას აიძულებენ.



პრეზიდენტის მკვლელობის შემდეგ ჰაიტის ხელისუფლებამ ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და საერთაშორისო აეროპორტი დახურა.


ჰაიტი მსოფლიოს ერთ-ერთი უღატაკესი ქვეყანაა. ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის ვერ ახერხებს წესრიგის დამყარებას ქუჩაში, რომელსაც შეიარაღებული ბანდები აკონტროლებენ. 53 წლის მოიზი ხელისუფლებაში მოვიდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, რომლის პირველი ტური 2015 წელს გაიმართა, მეორე - 2016-ში.


2018 წლის ოქტომბერში მოიზზე თავდასხმა განხორციელდა, მაგრამ ის სერიოზულად არ დაშავებულა.


მიმდინარე წლის მარტში ჰაიტიში საპროტესტო აქციები გაიმართა პრეზიდენტ მოიზის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ. ამ ზომებს შორის იყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობის და პარლამენტის ზედა პალატის გაუქმება. ასევე პრეზიდენტისთვის გათვალისწინებული იყო ორი ხუთწლიანი ვადით თანამდებობაზე ყოფნა. ამ საკითხებზე რეფერენდუმი 27 ივნისისთვის იყო დანიშნული, მაგრამ გაურკვეველი ვადით გადაიდო.


www.radiotavisupleba.ge

თეგები:
ჰაიტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up