ჰაკერებმა რუსულ რადიოსადგურებში საჰაერო თავდასხმის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.
სამინისტროს ცნობით, ინფორმაცია საჰაერო იერიშის შესახებ ყალბია.
„ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში, რამდენიმე კომერციული რადიოსადგურის სერვერებზე ჰაკერული თავდასხმის შედეგად, ეთერში გავიდა ინფორმაცია სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ. ეს ინფორმაცია არის ყალბი და არ შეესაბამება რეალობას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის რამდენიმე FM რადიოს ეთერში ისმოდა ფრაზა: „ყურადღება, ყურადღება, სარაკეტო დარტყმის საფრთხე ბელგოროდში, ყაზანში, უფაში, ვორონეჟში, ნოვოსიბირსკში, მოსკოვისა და სხვა რეგიონებში.
ვორონეჟის ოლქის ხელისუფლებამ ჰაკერულ თავდასხმაში უკვე კიევის რეჟიმის თანამზრახველები დაადანაშაულა.