Twitter-ის 200 მილიონზე მეტი მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი გატეხილია. ისრაელის კიბერუსაფრთხოების მკვლევარმა ალან გოლმა როიტერს განუცხადა, რომ მონაცემები ჰაკერულ ფორუმზე გამოქვეყნდა. კიბერშეტევის ზუსტი თარიღი უცნობია.
ალან გოლმა ინციდენტს მნიშვნელოვანი გაჟონვა უწოდა. მისი თქმით, დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალი ასეთი თავდასხმა და მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების გამოქვეყნება.
Reuters აღნიშნავს, რომ ჰაკერული შეტევა შეიძლებოდა მომხდარიყო ჯერ კიდევ 2021 წელს, სანამ კომპანიის ხელმძღვანელი ილონ მასკი გახდებოდა.