Handelsblatt: შეუთანხმებლობა ოპეკში - ნავთობის ბაზარი ქაოსის წინაშეა

Handelsblatt: შეუთანხმებლობა ოპეკში - ნავთობის ბაზარი ქაოსის წინაშეა

access_time2021-07-08 19:00:35

ოპეკის წევრებს შორის ყველაზე მწვავე კამათებიც კი, როგორც წესი, გარეთ არ გადის და პრობლემები დახურულ კარს მიღმა წყდება. ამჯერად სულ სხვა ვითარებაა  - არაბთა გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკის მინისტრმა CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის ქვეყანას ნავთობმოპოვების ზრდის „სუვერენული უფლება აქვს“.

 

საპასუხოდ, ასევე საჯაროს, Bloomberg TV-ს ეთერში,  მას საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ აზიზ ბენ სალმანმა უპასუხა:

 

„ქვეყანათა მთელი ჯგუფი ერთი ქვეყნის წინაამღდეგ გამოდის. ოპეკი ვერანაირად ვერ დათანხმდება ნავთობის მოპოვების ზრდას. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა მან.

 

ის, რომ ორი არაბული ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრები ერთმანეთს დასავლური ტელეარხების მეშვეობით ელაპარაკებიან, ნათლად აჩვენებს, რომ ნდობა კარტელის შიგნით მინიმუმზეა. ოპეკის შიგნით შეუთანხმებლობამ ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში, პანდემიის დროს, ნავთობის ფასები ჩამოშალა, დღეს შიდა დაპირისპირებამ შესაძლოა იგივე შედეგები გამოიწვიოს.

 

ამ ეტაპზე, მოკლევადიან პერსპექტივაში, მოთხოვნა ნავთობზე არ შემცირდება და ფასების ზრდა გაგრძელდება - დღეს ბაზარზე ნავთობის დეფიციტია, რომლის შევსებასაც რამდენიმე თვე დასჭირდება.

 

შესაძლოა ამ ვითარებაში ნავთობი 80 დოლარამდეც გაძვირდეს. ასე რომ, საემიროების პოზიციას გარკვეული ლოგიკა აქვს.


 

თუმცა, ეს რამდენიმე თვე გაივლის და უკვე შემოდგომაზე ნავთობის ბაზარზე შესაძლოა საპირისპირო ტენდენციები განვითარდეს. დეფიციტი ჩაცხრება, მიწოდება აღდგება და ფასების კლება განახლდება  - ამ დროს ოპეკის წევრებს შორის ერთიან პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

 

თუ განხეთქილება კარტელის რიგებში არ დაიძლევა, ეს ახალ ვითარებას შექმნის, როდესაც ყველა იმდენ ნავთობს მოიპოვებს, რამდენიც უნდა და რამდენიც შეუძლია. ბაზარზე დეფიციტს  ჭარბი მიწოდება შეცვლის, ეს კი ფასების კლებას აუცილებლად გამოიწვევს.

 

2020 წლის აპრილში საუდის არაბეთი, რუსეთი, და ოპეკ+ შეთანხმდნენ მოპოვების შემცირებაზე  და შემდგომ მის ეტაპობრივ გაზრდაზე 2022 წლის ბოლომდე.

 

ამის წინაამღდეგ გამოდის საემიროების დელეგაცია და მოპოვების ზრდის დაჩქარებას მოითხოვს. ამავე დროს საემიროები შეთანხმების 2022 წლამდე გაგრძელების წინაამღდეგია - ქვეყნის მთავრობა მიიჩნევს, რომ უკვე 2021 წელს, წარმატებული ვაქცინაციის ფონზე, მსოფლიო ეკონომიკა თითქმის ბოლომდე აღდგება - ამიტომაც 2022 წლამდე შეზღუდვების გაგრძელებას არავითარი აზრი არა აქვს.

 

ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საემიროები მსოფლიოში მე-2 ან მე-3 ნავთობმომპოვებელი ქვეყანა გახდება.

 

საემიროებს საუდის არაბეთის ჩრდილიდან გამოსვლა და საკუთარი გზით სიარული როგორ ეკონომიკაში, ასევე პოლიტიკაშიც სურთ - ამაზე მეტყველებს თუნდაც  სამშვიდობო შეთანხმება ისრაელთან, რომელიც დონალდ ტრამპის შუამავლობით შედგა.

ანალიტიკოსების აზრით. ქაოსი და გაურკვევლობა ნავთობის ბაზარზე, საბოლოო ჯამში, ყველას ერთნაირად დააზარალებს. ამიტომაც, სავარაუდოდ, ოპეკის წევრი ქვეყნები მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნებას საბოლოო ჯამში მაინც მოახერხებენ.

 

თუმცა, შესაძლოა, ეს მარტივი არ იყოს, და მანამდე ნავთობის ფასი კიდევ რამდენიმეჯერ შეიცვალოს..

 

handelsblatt.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up