Handesblatt: გერმანიას უკრაინის გაყინვა არ სურს

Handesblatt: გერმანიას უკრაინის გაყინვა არ სურს

access_time2021-12-30 19:00:16

ბოლო პერიოდში, უკრაინასთან მწვავე კონფრონტაციის გამო, ევროკავშირის რუსეთს მკაცრი, მათ შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული სანქციებით ემუქრება, თუმცა, ისმის კითხვა - აქვს კი ევროპას დღეს ამის ფუფუნება?

 

ევროკავშირი მოსკოვის მხრიდან უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, რუსეთის ენერგოსექტორის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე მსჯელობს, მაგრამ, ზედმეტი კონკრეტიკის გარეშე - ეს იმიტომ ხდება, რომ ამ საკითხზე თავად ევროპელებს შორის ერთიანი აზრი არ არსებობს.

 

ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი პირველ რიგში გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ს უპირისპირდებიან, მაგრამ ამ პროექტის მთავარი ევროპელი პარტნიორი - გერმანია - ამ საკითხზე განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს. ქვეყნის ახალ კანცლერი ოლაფ შოლცი მილსადენს ეკონომიკურ პროექტად მიიჩნევს და მის მიმართ პოლიტიზებულ მიდგომას არასწორად მიიჩნევს.

 

ჯონ მაკკეინმა ერთ დროს რუსეთს „ ბენზინგასამართი სადგური“ უწოდა და ეს განცხადება, პროვოკაციული ფორმის მიუხედავად, თვისობრივად სწორია - როგორც ეკონომიკური მოთამაშე რუსეთი უმნიშვნელოა, იტალიასაც კი მასზე დიდი ეკონომიკა აქვს.


რუსეთის ბიუჯეტის ნახევარი სწორედ გაზის და ნავთობის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დარტყმად სწორედ ენერგოსექტორის წინააღმდეგ სანქციები განიხილება.

 

თუმცა, არის მეორე მხარეც - მაგალითად, გერმანიისთვის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელი სწორედ რუსეთია. საშუალო ფასის რუსული გაზი გერმანიის მრეწველობის ბევრ დარგს ეფექტურობის შენარჩუნების საშუალებას აძლევს.

 


ამ ფონზე რუსული ენერგომატარებლების იმპორტზე სანქციების შემოღების მოთხოვნა ბევრ კითხვებს ბადებს.


გერმანიამ აშშ-სთან ერთად თავის თავზე უკრაინის ინტერესების დაცვის ვალდებულება აიღო, მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მუშაობის შეწყვეტის გზით - პირდაპირი სამხედრო აგრესიის და უკრაინული ტრანზიტის შეწყვეტის შემთხვევაში.

 

მაგრამ დღეს ბერლინში ამ ვალდებულებებზე საუბარი დიდად არ უყვართ - ნებისმიერი აკრძალვა, რომელიც რუსულ ენერგოსექტორს შეეხება, გერმანიასაც პირდაპირ შეეხება - ამიტომაც, გერმანიაში ვერ ხედავენ რუსეთის მხრიდან გაზით პოლიტიკური მანიპულაციების კვალს.

 

გერმანელებს არ მოსწონთ, რომ რუსეთი გაზს პოლიტიკურ იარაღად იყენებს, ასევე მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთს მეტი გაზის ექსპორტი შეეძლო, მაგრამ ბერლინი ვერ მოსთხოვს რუსეთს მეტ გაზს, ვიდრე კონტრაქტშია დაფიქსირებული. შექმნილ მდგომარეობას სულ სხვანაირად აფასებენ ვაშინგტონში.

 

„რუსებს ევროპისთვის გაზის მიწოდების მკვეთრი გაზრდა შეუძლიათ და მათ ეს უნდა გააკეთონ. თანაც მათ ამის სწრაფად გაკეთება შეუძლიათ და მათ ეს აუცილებლად უნდა გააკეთონ. ამისთვის არსებობს რამდენიმე სხვა გაზსადენი და არა მხოლოდ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა ენერგეტიკის საკითხებში ამოს ხოხშტეინმა.

 

მართლაც, რუსეთი უკრაინულ ტრანზიტს მხოლოდ მინიმალურ დონეზე იყენებს, თანაც არც მოპოვების ზრდის პრობლემა აქვს. მოსკოვი აშკარად თავხედობს, რაც მის მომხრეებშიც კი შეშფოთებას იწვევს.


გერმანიის საგაზო სექტორი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის მოსახლეობის გაყივნა არ დაუშვას, თუმცა, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ გაზმომარაგებაში შეფერხებები გარდაუვალია. ამ დროისთვის გერმანიის გაზსაცავები შევსებულია მხოლოდ 55%-ზე, რაც მრავალი წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

 

ბერლინში წარმოდგენაც კი არ სურთ, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მართლაც დაიწყო და გერმანიას თავისი ვალდებულებების შესრულება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება მოუწევს.

 

შეუძლია კი ამერიკას მოკავშირეების დახმარება თხევადი გაზით? არა, ამის იმედი ევროპელებს არ უნდა ჰქონდეთ, რადგანაც ეს გაზი ძირითადად სხვა, მეტწილად აზიურ ბაზრებზე მიდის და მთავრობა კერძო კომპანიებს ექსპორტის მიმართულებების შეცვლას ვერ აიძულებს.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up