ბრიტანელი მომღერალი ჰარი სტაილსი გახდა კომპანია Apple-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე. საუბარია, AirPods ყურსასმენების ახალ რეკლამაზე, რომლის ახალი ვიდეო შექმნილია კლასიკური iPod-ის ძველი რეკლამის შთაგონებით, რომლის წარმოების შეწყვეტაზე კომპანიამ მაისში გამოაცხადა.
ადამიანების სილუეტის პროდუქციის რეკლამად გამოყენების იდეა სააგენტო Chiat/Day-ის არტ-ფირექტორს სიუზენ ალინსანგანს 2003 წელს დაებადა iPod-ის გასარეკლამებლად. ამის შემდეგ ეს მეთოდი გახდა სიმბოლო Apple-ის მუსიკალური დამკვრელის.
რგოლებში შავი სილუეტები ფერად ფონზე იყო გამსოახული, ტავად მოწყობიობა კი ტეთრი ფერით იყო გამოსახული. პერსონაჟების ცეკვა და კლიპების საერთო სტილისტიკა იცვლებოდა ფონური კომპოზიციის შესაბამისად.
2022 წელს კი iPod-ის გამოსახულება შეცვალა AirPods-მა, ხოლო სილუეტები მთლიანად ჰარი სტაილსის ორეულებმა. საუნდტრეკად გამოყენებულია მომღერლის ახალი სიმღერა Music For a Sushi Restaurant მისი ახალი ალბომიდან harry's house.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"