ჰავი ლოგისტიკისა და მაკდონალდს საქართველოს ინვესტიციით თბილისში მზის ელექტროპანელების სისტემა დამონტაჟდა

ჰავი ლოგისტიკისა და მაკდონალდს საქართველოს ინვესტიციით თბილისში მზის ელექტროპანელების სისტემა დამონტაჟდა

access_time2021-11-22 13:25:39

“ჰავი ლოგისტიკმა”, ინოვაციურმა გლობალურმა კომპანიამ, რომელიც “მაკდონალდსის” რესტორნების ქსელის მომარაგების მართვას უზრუნველყოფს, და “მაკდონალდს საქართველომ” თბილისში, ლილოში მდებარე ლოგისტიკურ საწყობზე მზის ელექტროპანელების სისტემა დაამონტაჟეს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 300 000 აშშ დოლარს შეადგენს.

 


საგულისხმოა, რომ შენობის სახურავი სრულად ათვისებულია და მასზე დაყენებულია 1000 ცალი მზის პანელი, რომელიც წლიურად საშუალოდ 538 853 kWh-ს გამოიმუშავებს.

 


პროექტი განახორციელა ელექტროსისტემების პროექტირებისა და ელექტრო გადაწყვეტილებების მიმწოდებელმა კომპანია  “ინსტამ”, რომელიც ქართულ ბაზარზე 23 წელია ოპერირებს და საერთაშორისო და ადგილობრივი მომხმარებლებისთვის მსხვილმასშტაბიან პროექტებს ასრულებს.

 



ფოტოელექტრული სისტემის დახმარებით “ჰავი ლოგისტიკი” და ''მაკდონალდს საქართველო'' კიდევ ერთ ნაბიჯს დგამენ თავიანთი გარემოსდაცვითი მისიის შესასრულებლად — 2030 წლისთვის 40 პროცენტით შეამცირონ ატმოსფეროში ნახშირბადის ემისია. რაც მთავარია, ახალი პანელური სისტემის მეშვეობით,  ელექტროენერგიის მუდმივად მზარდი ღირებულების ფონზე, “ჰავი ლოგისტიკი” შეძლებს საკუთარი საქმიანობა და პროცესები ხანგრძლივ პერსპექტივაში უფრო მეტად ხარჯთეფექტური გახადოს.

 


აღსანიშნავია, რომ “ჰავი ლოგისტიკისა” და “მაკდონალდს საქართველოს” ახალ პროექტში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ადგილმდებარეობისა და კლიმატის სპეციფიკურობა. ამ მიზნით შენობის სახურავზე დამონტაჟებული პანელური სისტემის დიზაინი შექმნილია ისე, რომ გაუძლოს თბილისის ამ არეალისთვის დამახასიათებელ თოვლის მასას და ქარის სიჩქარეს. ინვენტორების ზომა კი გაზრდილია ისე, რომ დღის განმავლობაში სისტემამ მაქსიმალური ენერგია გამოიმუშაოს და კომპანიამ, ეკონომიკური თვალსაზრისით, ოპტიმალური შედეგები მიიღოს.

 


HAVI ლოგისტიკი”  საერთაშორისო კომპანიაა. რომელიც წამყვანი ბრენდებისათვის 100-ზე მეტ  ქვეყანაში ლოგისტიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს, მათ შორის „მაკდონალდსის“ კორპორაციას 45 წელია ლოგისტიკურ სერვისს უწევს. იგი 1974 წელს დაფუძნდა და აერთიანებს 10 000-მდე დასაქმებულ ადამიანს.

 

(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up