ჰაწვალის საბაგირო მთლიანად განახლდება

ჰაწვალის საბაგირო მთლიანად განახლდება

access_time2021-08-11 19:00:45

მომდევნო ზამთრის სეზონზე ჰაწვალზე ასვლას დამსვენებლები ახალი ულტრათანამედროვე საბაგირო გზით შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტურიზმი საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია.

 

„ჩვენ მუდმივად ვახდენთ არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ახლის მოწყობას ჩვენს სტრატეგიულ ტურისტულ ადგილებსა და კურორტებზე. ინსპექტირების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჰაწვალი-ზურულდის საბაგირო განახლდეს და მომდევნო ზამთრის სეზონზე ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელ ტურისტებს, ისევე როგორც ქართველ დამსვენებლებს, დავხვდეთ ახალი ულტრათანამედროვე საბაგიროთი, რომელიც იქნება უსაფრთხოების ყველა სტანდარტით დაცული,“ -  განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 


მისი თქმით, ახალი საბაგირო ხელს შეუწყობს მესტიაში მეტი ვიზიტორის მოზიდვას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივად ტურიზმში ჩართული მეწარმეების გაძლიერებაზე.

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „ემთიეის“ (ყოფილი „მთის კურორტების განვითარების კომპანია“) დაევალა ჰაწვალი-ზურულდის დაზიანებული საბაგირო გზის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი საბაგირო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, მისი გამშვები სისტემებითა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობებით აღჭურვა არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა.     

 

მთის კურორტებზე არსებულ ყველა საბაგირო გზას, არსებული ტექნიკური პროტოკოლით, ყოველ მეორე წელს ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო ხუთ წელიწადში ერთხელ მაგნიტო-დეპოსკოპიური შემოწმება უტარდება. სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ბოლო დასკვნა ჰაწვალი-ზურულდის საბაგიროს შესახებ მოითხოვდა ობიექტის ცალსახად გაჩერებას და ახლის მშენებლობას, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით ტურისტული სეზონის გათვალისწინებით მოკლე ვადაში განხორციელდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up