მოესწრება თუ არა ჰაწვალის საბაგიროს შეცვლა ზამთრის სეზონამდე

მოესწრება თუ არა ჰაწვალის საბაგიროს შეცვლა ზამთრის სეზონამდე

access_time2021-08-20 13:00:02

ზამთრის სეზონზე სვანეთში ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე ასვლას დამსვენებლები ახალი ულტრათანამედროვე საბაგირო გზით შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ 18 აგვისტოს გაავრცელა. ზამთრის სეზონამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება და მოესწრება თუ არა ამ პერიოდში საბაგიროს კონსტრუქციის სრული შეცვლა, „კომერსანტმა“ კომენტარი მესტიის მერს კახა ჟორჟოლიანს სთხოვა. 


მისი თქმით, ჰაწვალის საბაგიროს განახლებაზე წინასწარი სამუშაოები დაწყებულია, ხოლო როდის დასრულდება პროცესი, ეს ეპდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. 


„ჰაწვალის საბაგიროს განახლებაზე წინასწარი სამუშაოები დაწყებულია, ყველას ძალიან გვინდა, რომ ზამთრის სეზონამდე მოესწროს, თუმცა ეს არც ჩვენზე და არც შემსრულებელ კომპანიაზე არ არის დამოკიდებული. გააჩნია პიდემიოლოგიური მდგომარეობა როგორი იქნება გლობალურად, რადგან ჩვენ მასალები საფრანგეთიდან – საბაგიროების ყველაზე კარგი მწარმოებლისგან შემოგვაქვს“, -  აღნიშნა კახა ჟორჟოლიანმა.


მთის კურორტებზე არსებულ ყველა საბაგირო გზას, არსებული ტექნიკური პროტოკოლით, ყოველ მეორე წელს ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო ხუთ წელიწადში ერთხელ მაგნიტო-დეპოსკოპიური შემოწმება უტარდება. სწოერდ ასეთი შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ჰაწვალის საბაგირო მთლიანად შესაცვლელია. 


საბაგირო ჰაწვალი მესტიას კურორტ ჰაწვალთან აკავშირებს, იგი სტარტს იღებს მესტიაში, ზღვის დონიდან 1428 მეტრზე და ადის 1898 მეტრზე.
სლალომი და ბიგელი მცირე ზომის საბაგიროებია, რომლებიც დამწყებთათვის არის გათვლილი.



ზურულდი მთავარი საბაგიროა, რომლითაც მოთხილამურეები სარგებლობენ. იგი 4–ადგილიანია და ზღვის დონიდან 1868 მეტრიდან 2348 მეტრამდე ადის.



ჰაწვალზე სულ 5 სათხილამურო ტრასაა, მათი სიგრძე კი ჯამში 7 კილომეტრს შეადგენს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი დაახლოებით 3 კილომეტრია.



აქ შეხვდებით ყველანაირი სირთულის ტრასებს:

დამწყები მოთხილამურეებისთვის ფუნქციონირებს ორი საბაგირო: სლალომი და ბიგელი. მათი მეშვეობით შესაძლებელია სრიალი მოკლე (550 მეტრი), დამწყებებისთვის განკუთვნილ ტრასებზე.


საშუალო დონის და პროფესიონალ მოთხილამურეებს შეუძლიათ ისარგებლონ საბაგირო ზურულდით და დაეშვან რთულ ან საშუალო დონის ტრასებზე.


რაც შეეხება თავგადასავლების მოყვარულ ექსტრემალებს, მათ შეუძლიათ ხშირ ტყეში, ძალიან ციცაბო ფერდებზე მოსინჯონ საკუთარი ძალები. ასევე საკმაოდ საინტერესოა საბაგიროს ქვეშ სრიალი სადაც უამრავ ბუნებრივ დაბრკოლებას შეხვდებით.


აღსანიშნავია, რომ სასრიალო ტრასა მესტიაში არ ბრუნდება და თუ ექსტრემალი არ ხართ კურორტიდან უკან დაბრუნება ისევ საბაგიროთი მოგიწევთ.


ჰაწვალზე ასევე დამონტაჟებულია ღამის განათებები და ხშირად იმართება ღამის სრიალი.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up