რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის მიერ ინვესტირებული ზოგიერთი ამერიკული ჰეჯ-ფონდი მის აქტივებს გაყინავს. ამის შესახებ Wall Street Journalწერს.
როგორც ცნობილია, ჩელსის საფეხბურთო კლუბის რუს მფლობელს დიდმა ბრიტანეთმა პარასკევს აქტივები გაუყინა და სამგზავრო აკრძალვევი დაუწესა. ასეთი სანქციები პუტინის ახლო გარემოცვის კიდევ ექვს რუს მაღალჩინოსანს შეეხო.
ჰეჯ-ფონდ SS&C Globe Op-ის ადმინისტრატორმა განაცხადა, რომ აბრამოვიჩის კუთვნილი ანგარიშები ტრანზაქციებისთვის უკვე დაბლოკილია.
SS&C აკვირდებოდა სიტუაციას აკვირდება და მზად არის, გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა დეპარტამენტის, ფინანსური სანქციების გატარების ოფისისა და კაიმანის კუნძულების სავალუტო სამმართველოს მითითებები შეასრულოს.
მსგავსი შეტყობინებები სხვა ფონდებმაც მიიღეს.
პარასკევს, დიდი ბრიტანეთის გარდა, ხუთ რუს პირს, მათ შორის აბრამოვიჩს სანქციები კანადამაც დაუწესა. ამასთან, 32 რუსულ კომპანიასა და სამთავრობო უწყებას კანადიდან თავდაცვითი აღჭურვილობისა და მარაგის იმპორტი აუკრძალა.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"