ჰეჯ–ფონდი Elliott Management ინვესტორებს აფრთხილებს, რომ მსოფლიო ეკონომიკა ჰიპერინფლაციის გზაზე დგას და რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მძიმე ფინანსურ კრიზისს უახლოვდება. ამის შესახებ გაზეთი Financial Times წერს.
კომპანიამ კლიენტები ეკონომიკასა და ბაზრებზე „უკიდურესად რთული“ ვითარების შესახებ გააფრთხილა, სადაც ინვესტორებს ფულის შოვნა გაუჭირდებათ.
„ინვესტორები არ უნდა ფიქრობდნენ, რომ „ყველაფერი ნანახი აქვთ“ მხოლოდ იმიტომ, რომ წინა კრიზისები გამოიარეს, როგორიც იყო 1970–იანებში ნავთობის შოკური გაძვირება, ბაზრების კრახი 1987–ში, ან 2008 წლის კრიზისი“, – აცხადებენ კომპანიაში.
Elliott Management–ში ფიქრობენ, რომ მომავალი კრიზისი უფრო ძლიერი იქნება. შექმნილ ვითარებას კი ცენტრალური ბანკების პოლიტიკას აბრალებენ, რომელსაც „უსამართლოს“ უწოდებენ მაღალი ინფლაციის მიზეზებთან მიმართებით. ისინი ამ პრობლემას კოვიდპანდემიის გამო მიწოდების ჯაჭვში შექმნილ შეფერხებებს უკავშირებენ და არა ზედმეტად რბილ ფულად–საკრედიტო პოლიტიკას.
ფონდში მიიჩნევენ, რომ ბაზრები ჯერ არ დავარდნილა ძლიერად და კლიენტებს აფრთხილებენ შემდგომი შემობრუნების შესახებ ყველა სარისკო აქტივებში. ფონდის შეფასებით, ბაზრის მაქსიმუმიდან 50%–იანი შემცირება ნორმალური იქნება.
წყარო: gbc.ge