ჰელსინკის კომისია მოუწოდებს ბაიდენს, მიანიჭოს უკრაინასა და საქართველოს ნატოს არაწევრი ძირითადი მოკავშირის სტატუსი

ჰელსინკის კომისია მოუწოდებს ბაიდენს, მიანიჭოს უკრაინასა და საქართველოს ნატოს არაწევრი ძირითადი მოკავშირის სტატუსი

access_time2022-03-13 08:29:07

ჰელსინკის კომისია — აშშ-ის დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტო, რომელსაც ევროპაში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა ევალება — მოუწოდებს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, უკრაინა და საქართველო ნატოს არაწევრ ძირითად მოკავშირეებად(MNNA) აღიაროს.

ინფორმაციას გამოცემა Foreign Policy ავრცელებს.

ბაიდენისთვის გაგზავნილ წერილში ასევე გახმიანებულია მოწოდება, კვლავ გააქტიურდეს აშშ-ის მხარდაჭერა ორივე ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისადმი.

“მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები მუდმივად უჭერდა მხარს უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, რუსეთის ოკუპაცია და მიმდინარე შეჭრა ფარდას ხდის დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული ევროატლანტიკური გაფართოების ტრაგედიას”, — ნათქვამია წერილში.

ავტორები ასევე დასძენენ, რომ “ნატო-ში  უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებისადმი აშშ-ის ძლიერი და აქტიური მხარდაჭერის არარსებობის ფონზე”, რუსეთის პრეზიდენტი კვლავ ისარგებლებს უპირატესობით თავის მისწრაფებებში, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ამოყირავებასა და ნეოკოლონიალისტური დღის წესრიგის გატარებას გულისხმობს.

Foreign Policy წერს, რომ საქართველომ და უკრაინამ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო-ში გაწევრიანების პირობა მიიღეს, თუმცა, “რეფორმებთან დაკავშირებული ფართო ძალისხმევის მიუხედავად, არც ერთი ქვეყნისთვის შეუთავაზებიათ გაწევრიანების გეგმა”.

წერილის ავტორები ფიქრობენ, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის ზემოხსენებული სტატუსის მინიჭება ორმხრივი თავდაცვითი ურთიერთობების სამართლიანი ასახვა იქნება, რაც არ ავალდებულებს აშშ-ს სამხედრო ჩარევას.


ამა თუ იმ ქვეყნისთვის  ნატოს არაწევრი ძირითადი მოკავშირის სტატუსის(MNNA) მინიჭება ნიშნავს  მნიშვნელოვანი არხების გაჩენას იარაღის გადაცემის, ფინანსური დახმარებებისა თუ ინფორმაციის გაზიარების გასაადვილებლად, რაც მეტი თანამშრომლობისთვის ნიადაგის მომზადებასაც ნიშნავს. Foreign Policy წერს, რომ აღნიშნული სტატუსი მხარდაჭერის მტკიცე სიგნალს გაუგზავნიდა კიევსა და თბილისს.

თუმცა, იქვე ხაზგასმულია, რომ თანამშრომლობის ეს ფორმა არ გულისხმობს თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ორმხრივ ვალდებულებებს, როგორც ეს ნატო-ს წევრობის შემთხვევაშია.

შეგახსენებთ, თეთრი სახლის მიერ, 10 მარტს გახმიანებული განცხადების მიხედვით, ზემოხსენებულ სტატუსს კატარი და კოლუმბია მიიღებენ, რითაც 19-მდე გაიზრდება ნატოს არაწევრი ძირითადი მოკავშირეების რიცხვი.

როგორც წესი, ეს სტატუსი განსაზღვრულია ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ნატოში გაწევრიანების ამბიციები ან პერსპექტივები. ეს გარემოება გასულ წელს უკრაინის ელჩმა აშშ-ში, ოქსანა მარკაროვამაც აღნიშნა.

“MNNA არის სტატუსი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ გეგმავენ/არ შეუძლიათ ნატოში გაწევრიანება პოლიტიკური ან გეოგრაფიული მიზეზების გამო. ეს ჩვენ ნამდვილად არ გვეხება“, –  დაწერა მან “ფეისბუკზე”.

მეორე მხრივ, Foreign Policy შენიშნავს, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ალიანსის 30 წევრს შორის წყდება და შეერთებული შტატების მიერ MNNA-ის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს მაინც და მაინც შეფერხებას უკრაინის წევრობის პერსპექტივისა.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისია, რომელიც ოფიციალურად ცნობილია როგორც ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, დაარსდა 1976 წელს, როგორც დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტო. კომისია შედგება აშშ-ს კონგრესის 18 წევრისგან, რომელთა შორისაც არიან როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიების წევრები, ასევე,  აშშ-ის სახელმწიფო, თავდაცვისა და კომერციის დეპარტამენტების წარმომადგენლები.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up