,,ჰენდიკრაფტის პრიდუქცია Etsy-ზე და Amazon-ზე იყიდება

,,ჰენდიკრაფტის პრიდუქცია Etsy-ზე და Amazon-ზე იყიდება

access_time2023-02-26 19:45:14

,ჰენდიკრაფტი საბავშვო განმავითარებელი სათამაშოების, ტანსაცმლისა და ტექსტილის მწარმოებელი ერთ-ერთ პიონერი კომპანიაა საქართველოში. ბრენდის ისტორია 2017 წლიდან იწყება, როცა ახალბედა დედამ გადაწყვიტა, იმპორტირებული პროდუქციის შეძენის ნაცვლად, მივიწყებული ჰობი გაეცოცხლებინა და თავად შეექმნა ტანსაცმელი და აქსესუარები ახალშობილისთვის.


პატარა სამკერვალოს გახსნით თამარ კობახიძემ დიდი მიზნების განხორციელება დაიწყო და დღეს „ჰენდიკრაფტის პროდუქცია უამრავ ქალს უმარტივებს დედობის პროცესს. აღსანიშნავია, რომ „ჰენდიკრაფტს ეკუთვნის საქართველოში შექმნილი პირველი საძილე ტომარა ჩვილებისთვის. სწორედ ეს იყო პროდუქტი, რომელმაც ბრენდის თავდაპირველი პოპულარობა განაპირობა.


„ჰენდიკრაფტის პროდუქციის მთავარი ფუნქცია ცხოვრების გამარტივებასთან ერთად მშობლებისა და ბავშვების ხარისხიანი ინტერაქციის ხელშეწყობაა. ამ მიზნით, კომპანიამ შექმნა განმავითარებელი ხალიჩები, რომელიც, ისევე როგორც „ჰენდიკრაფტის სხვა პროდუქტები, ეკოლოგიურად სუფთა 100%-იანი ბამბის ქსოვილისგან მზადდება, ირეცხება და სრულად შეესაბამება სათამაშოების ევროპულ სტანდარტს EN71.


,,პროდუქციის დიზაინზე მუშაობა ღრმა ძიების პროცესია, იმის გახსენება, თუ რა გვინდოდა გვქონოდა ბავშვობაში, რა გაგვახარებდა, როგორი თამაში მოგვეწონებოდა და ა.შ. რაც მთავარია, ჩვენი ყველა სათამაშოს შექმნის დროს პირველი მომხმარებლები ჩვენი გუნდის, თანამშრომლების შვილები არიან - თამარ კობახიძე, „ჰენდიკრაფტის დამფუძნებელი.



,,ჰენდიკრაფტის პროდუქცია საზღვრების მიღმაც საკმაოდ პოპულარულია. კომპანია წარმოდგენილია ელექტრონული კომერციის ისეთ ვებგვერდებზე, როგორიცაა Etsy და Amazon. გუნდი აქტიურად მუშაობს უცხოურ ბაზარზე ფიზიკურ ფორმატში გაყიდვაზე. სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში ინიციატივით, კომპანია წარმოდგენილი იყო უმსხვილეს გამოფენაზე Spielwarenmesse, სადაც ქართულმა საბავშვო პროდუქციამ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.


,,სააგენტოს როლი უმნიშვნელოვანესია თითოეული მეწარმისთვის, რადგან საშუალება გვეძლევა ჩვენი პროდუქტები უცხოელ მომხმარებლებსაც ვაჩვენოთ. ვფიქრობ, ექსპორტის წახალისებისთვის სწორედ მსგავსი ტიპის გამოფენებში მონაწილეობის მიღებაა აუცილებელი - თამარ კობახიძე, „ჰენდიკრაფტის დამფუძნებელი.


,,ჰენდიკრაფტი სამომავლო გეგმებში საერთაშორისო პლატფორმებზე ბრენდის განვითარება და პოტენციურ მყიდველთან აქტიური თანამშრომლობაა. კომპანიას იმედოვნებს, რომ უახლოეს ორ წელში უკვე სრულფასოვნად იქნება რამდენიმე ქვეყანაში წარმოდგენილი.


კომპანიის დამფუძნებელი დამწყებ მეწარმეებს ურჩევს, არ შეუშინდნენ სირთულეებს, რადგან ამ გზის გავლის გარეშე წარმატება არ მიიღწევა.


,,იყო ქალი მეწარმე საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსეა. თუმცა, შეუძლებელი არაფერია, არ შეუშინდეთ სირთულეებს და თუკი იდეა გაქვთ, აუცილებლად სცადეთ თავი მეწარმეობაში- თამარ კობახიძე, „ჰენდიკრაფტის დამფუძნებელი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up