მეგობრებო, ჰესი გაითიშა შატილში, ისე დაზიანდა რომ არაფერი ეშველება გზის გახსნამდე და ხელოსნების გადმოსვლამდე ამიტომ მაისის ბოლომდე, სიბნელეში მოგვიწევს ყოფნა. - ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქში, შატილში მდებარე კაფე სანფალუერის დამფუძნებელი მარგარეტ დაიაური წერს და დახმარებას ითხოვს.
სოფელში გვჭირდება 3 პატარა გენერატორი, ისეთი, რომ მხოლოდ ნათურა აანთოს და ცოტა საწვავი სჭირდებოდეს.
თუ ვინმეს გაქვთ და არ იყენებთ ან რამდენიმე თვე არ დაგჭირდებათ,
ძალიან დაგვეხმარებით თუ გვათხოვებთ, ვერტმფრენს გადმოვატანინებდით 1 კვირაში.
გენერატორებისთვის თანხის ჩარიცხვის მსურველებმა, დანიშნულებაში მიუთითეთ „შატილის გენერატორებისთვის” - წერს მარგარეტ დაიაური.
განახლება: „ გენერატორებისთვის და საწვავისთვის თანხა შეგროვდა, დიდი მადლობა ყველას დახმარებისთვის!“ — მარგარეტ დაიაური.