მექანიკვილის ჰიდროელექტროსადგურ, რომელიც ნიუ–იორკის შტატში მდებარეობს, ერთ–ერთი უძველესია აშშ–ში. ეს ობიექტი 1897 წელს ააშენეს, სადაც ორინიგალური საგენერაციო მოწყობილობებია დამონტაჟებული. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამ ელექტროსადგურისთვის ბიტკოინების მოპოვება უფრო მომგებიანია, ვიდრე ელექტროენერგიის გაყიდვა.
1980–იანებში ამ ელექტროსადგურის დახურვას აპირებდნენ, მაგრამ კომპანიამ Albany Engineering Corp. შენობა 40–წლიანი იჯარით აიღო. სადგურისთვის პირვენდელი იერსახის აღსადგენად და დაზიანებული მექანიზმების შესაკეთებლად კომპანიას 20 წელი დასჭირდა.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტროსადგურს პირვანდელი იერი და სიმძლავრეებიც დაუბრუნეს, ელექტროენერგიის გაყიდვა არც ისე სარფიანი აღმოჩნდა, როგორც ბიტკოინის მაინინგი.
Albany Engineering Corp.–ის გენერალური დირექტორი ჯიმ ბეშა ამბობს, რომ 1 კილოვატის გაყიდვითან 3 ცენტს იღებს, ხოლო ამ მოცულობისვე ელექტროენერგიით ბიტკოინის მაინინგით 9 ცენტს შოულობს.
ჰიდროელექტროსადგურზე ჯამური 5 მვტ სიმძლავრის 7 ტურბინა მუშაობს. გამოდის, რომ 5 მეგავატის გაყიდვით მისი შემოსავალი $15 ათასია, ხოლო ბიტკოინების მაინინგით – $45 ათასი.
მოპოვებულ კრიპტოვალუტას კომპანია მაშინვე ყიდის, ვინაიდან გენერალურ დირექტორს ის საიმედოდ არ მიაჩნია.
mc.today