აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) პროექტის ხელშეწყობით, საპენსიო სააგენტოს გრძელვადიანი ორგანიზაციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდება. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
„სტრატეგიული დაგეგმვის პროცესს, GEC-ის ორგანიზაციული განვითარების ექსპერტთა გუნდი გაუძვება და შემდეგი ძირითადი მიმართულებებით იმუშავებს: სამწლიანი ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიის შექმნა, ორგანიზაციის მისიის, ხედვის, ღირებულებების, საშუალოვადიანი პრიორიტეტების, მიზნებისა და სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრა. ასევე, გაიწერება დეტალური სამოქმედო გეგმა, კონკრეტული აქტივობების და მონიტორინგისა და შეფასების კრიტერიუმების მითითებით.
პროგრამა მიზნად ისახავს საპენსიო სააგენტოსა და HICD პროექტს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.