2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით HICP–ის (Harmonized Index Of Consumer Prices) ინდექსი 9.5%-ით არის გაზრდილი.
HICP -ის თანახმად, ყველაზე მაღალი ზრდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელების სექტორშია, რომელიც წლიურად 15.6%–ით არის გაზრდილი, ხოლო ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 9.5%-ით.
მაღალი ზრდაა ჰორეკა (13.6%) სექტორის ჯგუფშიც. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ასევე კომუნალური გადასახადების (საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები) ფასები, რომლებმაც შესაბამისად 14.4%-ს შეადგინა.
ზრდა არის ასევე ტრანსპორტის (4.9%) და ავეჯი-საოჯახო ნივთების (9.3%) ჯგუფში.
HICP -ის მიხედვით, ჯანდაცვის სექტორს (-4.7%), კავშირგაბმულობას (-0.2%) და ტანსაცმელი-ფეხსაცმლის (-0.4%) ჯგუფს კლება აქვს.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. „საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით. HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.