სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „ბრიკორამა“ წელს რეალიზაციის 40%-იან ვარდნას ელის.კომპანია 2 თვეა დახურული, რის გამოც ამ პერიოდში შემოსავლები არ ჰქონია, თუმცა რთულ ვითარებას ელის შემდეგ თვეებშიც.
„სამწუხაროდ, ზარალიანი თვეები ჯერ კიდევ წინ არის. მაღაზიის გახსნა არ ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ მოგებაზე გავალთ. მთავარია გაყიდვები იყოს, გაყიდვების შემცირებას კი, რა თქმა უნდა ველით“, – ამბობს კომპანიის ფინანსური დირექტორი კახაბერ სონიშვილი.
მისი გათვლებით, რეალიზაციის მაჩვენებელი შეზღდვების მოხსნიდან პირველ 10 დღეში შესაძლოა მაღალი იყოს, რაც 2 თვიან შეზღუდვებს უკავშირდება, თუმცა როგორი იქნება შემდეგი თვეები, რთულად საპროგნოზოა.
„10 დღის შემდეგ ვნახავთ რეალურ სურათს, რა იქნება“, – ამბობს კახაბერ სონიშვილი.
„ბიზნესპარტნიორი“