Hennes & Mauritz AB (H&M), ტანსაცმლის მეორე უმსხვილესი ქსელის მფლობელმა ევროპაში, 2023 ფისკალური წლის პირველ კვარტალში (დეკემბერი-თებერვალი), შემოსავალი ბაზრის პროგნოზებზე მეტად გაზარდა.
H&M-მა გასული წლის დეკემბრიდან რუსეთის ფედერაციაში 172 მაღაზია დაკეტა, მაგრამ ამ ფაქტორის მიუხედავად, 2022 წლის IV ფინანსური კვარტალში კომპანიის შემოსავალი 12%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 54,87 მილიარდი შვედური კრონი (5,24 მილიარდი დოლარი) შეადგინა. ეროვნულ ვალუტაში მაჩვენებელი 3%-ით გაიზარდა. FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები საშუალოდ 54,34 მილიარდ კრონიან შემოსავალს ელოდნენ.
რუსეთში, ბელორუსიასა და უკრაინაში ოპერაციების გამოკლებით, H&M-მა გაყიდვები ბოლო კვარტალში 16%-ით (7% ეროვნულ ვალუტაში) გაზარდა.
კომპანიის საბოლოო ფინანსური ანგარიშგება 30 მარტს გახდება ცნობილი.
H&M 1947 წელს შვედეთში დაარსდა. H&M ბრენდის გარდა, კომპანია ასევე ფლობს COS-ს, Monki-ს, & Other Stories, Weekday-ს, ARKET-ს და Afound ბრენდებს, ასევე H&M Home საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზიების ქსელს.