H&M-მა ჯასტინ ბიბერის საქონლის გაყიდვები მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მომღერალმა H&M-ი საკუთარი გამოსახულებიანი ტანსაცმლის გაყიდვაში დაადანაშაულა. მომღერლის თქმით მას კომპანიისთვის ამის ნებართვა არ მიუცია.
ბიბერის გაბრაზება H&M-ის მაისურებმა და ჰუდებმა გამოიწვია, რომლებზეც მისი გამოსახულება და სიმღერების ტექსტები იყო. ამის შემდეგ ბიბერმა Instagram პოსტში H&M-ის ტანსაცმელს ნაგავი უწოდა და თავის მიმდევრებს მოუწოდა, რომ კომპანიის პროდუქცია არ ეყიდათ.
როგორც H&M-ის წარმომადგენელმა განაცხადა, ჯასტინ ბიბერის პატივისცემის გამო აღნიშნული ტანსაცმელს გაყიდვიდან ამოიღებენ.