ევროპის უმსხვილესი ტანსაცმლის საცალო ქსელი H&M რუსეთში საქმიანობას აჩერებს.
„H&M Group შეშფოთებულია უკრაინაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებით და მხარს უჭერს ყველა იმ ადამიანს, ვინც დაზარალდა. H&M Group-მა გადაწყვიტა რუსეთში გაყიდვები დროებით შეაჩეროს. მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით უკრაინაში მაღაზიები უკვე დაიხურა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
წყარო: rbc.ru