ჩინეთის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ზოგიერთ მოდელში სამუხრუჭე პედლების სენსორებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, Honda 200 000-ზე მეტ ჰიბრიდულ მანქანას უკან იბრუნებს.
მათ შორისაა იაპონური ავტომწარმოებლის მიერ Dongfeng Motor Group-თან ერთად წარმოებული 105,608 ჰიბრიდული ავტომობილი, რომელიც 2018 წლის 8 ოქტომბრიდან 7 სექტემბრამდე პერიოდში გამოვიდა და 95,081 ერთეული, რომელიც Honda-მ Guangzhou Automobile Group-თან 2018 წლის 27 აგვისტოდან 2020 წლის 6 აგვისტომდე აწარმოვა.
კომპანია მანქანებს 2023 წლის 31 მარტიდან დაიბრუნებს.