ჰონდურასის პოლიციამ ტეგუსიგალპაში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ხუან ორლანდო ერნანდესი ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავა, მას შემდეგ რაც აშშ-სგან მისი ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო.
ყოფილი პრეზიდენტი სახლიდან ხელბორკილებით, ჯაჭვებით და ჯავშანჟილეტით გამოიყვანეს და პოლიციის სპეცრაზმის ბაზაზე გადაიყვანეს, სადაც მას ჟურნალისტების თანდასწრებით სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.
აშშ-ის ხელისუფლება ერნანდესს 2004 წლიდან ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებს. გამოძიების მტკიცებით, ერნანდესი მონაწილეობდა კოლუმბიასა და ვენესუელიდან აშშ-ში 500 ტონა კოკაინის გადაგზავნაში. სავარაუდოდ, პოლიტიკოსმა ნარკომოვაჭრეების სისხლისსამართლებრივი დევნისგან დაცვის სანაცვლოდ ქრთამის სახით მილიონობით დოლარი მიიღო.
2021 წელს ამერიკულმა სასამართლომ ჰონდურასის პრეზიდენტის ძმას, ხუან ანტონიო ერნანდესს ნარკოტიკებით ვაჭრობაში მონაწილეობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
ხუან ორლანდო ერნანდესი ბრალს არ აღიარებს, მაგრამ გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. მისი 8-წლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში აშშ ერნანდესს ცენტრალურ ამერიკაში ვაშინგტონის მნიშნელოვან პარტნიორად განიხილავდა. მიმდინარე წლის იანვარში პრეზიდენტის თანამდებობაზე ერნანდესი სიომარა კასტრომ ჩაანაცვლა.
imedinews.ge