ჰონკონგში კოვიდით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის გამო „ნულოვანი კოვიდის“ პოლიტიკა გაუქმდა

ჰონკონგში კოვიდით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის გამო „ნულოვანი კოვიდის“ პოლიტიკა გაუქმდა

access_time2022-03-16 16:45:31

მაშინ, როცა აზიის ქვეყნებმა უარი თქვეს „ნულოვან კოვიდ“ პოლიტიკაზე, რომელიც მიზნად დაავადების სრულ აღმოფხვრას ისახავდა, ჰონკონგი ამ პოლიტიკას მტკიცედ იცავდა და მიუხედავად იმისა, რომ ის არის ბოლო ქვეყანა, რომელიც „ნულოვან კოვიდ“ პოლიტიკას ატარებდა, ჩინეთის ტერიტორია  და აზია – წყნარი ოკეანეთში ყველაზე მომაკვდინებელი შტამის „ომიკრონის“ ტალღამ მოიცვა. ბოლო დღეებში ჰონკონგში მსოფლიოში სიკვდილიანობის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

 

როდესაც სიკვდილიანობამ მაქსიმუმს მიაღწია და პროზექტურები გარდაცვლილებს ვეღარ იტევდა, საჯარო საავადმყოფოებში ცხედრების შესანახი ყინულის დიდი კონტეინერები გაიგზავნა. „ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი ცოდნა და აღჭურვილობა, რომ ამ შტამს ვებრძოლოთ“, - ამის შესახებ ჰონკონგის ხანდაზმულთა მომსახურების ასოციაციის აღმასრულებელმა სტეფანი ლოუმ თქვა და აღნიშნა, რომ ხანდაზმულთა სახლების 70%-ში მწვავე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იყო.


ინფიცირების შემთხვევათა ზრდის გადამწყვეტი ფაქტორი არის ის, რომ ჰონკონგში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების უმეტესობა აუცრელი რჩება.


ჰონკონგის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეპიდემიოლოგმა ბენ ქოულინგმა, აღნიშნა, რომ ხანდაზმულების ვაქცინაციისთვის ძალიან ცოტა რამ გაკეთდა და ისიც დაგვიანებით.



14 მარტის მონაცემებით ჰონკონგში კორონავირუსით 3993 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან ¾ გასული 12 დღის განმავლობაში გარდაიცვალა.


ქალაქში სიკვდილიანობის დღიურმა მაჩვენებელმა ევროპის რამდენიმე ქვეყნის მონაცემს გადააჭარბა და ბევრად აღემატება იმ ახლო მდებარე ქვეყნების მაჩვენებლებს, რომლებმაც „ნულოვან კოვიდ“ პოლიტიკაზე უარი თქვეს. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჰონკონგში 10-ჯერ აღემატება სამხრეთ კორეის, 23-ჯერ სინგაპურის და 37-ჯერ ახალი ზელანდიის მაჩვენებლებს.


გასულ ზაფხულს სინგაპური გახდა პირველი აზიური ქვეყანა, რომელმაც „ნულოვან კოვიდზე“ უარი თქვა მანამ, სანამ შემოდგომაზე დელტა შტამის დიდი ტალღა არ აგორდა, ხოლო ახალმა ზელანდიამ „ნულოვანი კოვიდის“ პოლიტიკის გატარებაზე უარი თქვა იანვარში, როდესაც ომიკრონის შემთხვევების მატება დაფიქსირდა.


ორივე ქვეყანამ მიმდინარე თვეში მოგზაურობაზე შეზღუდვები შეამსუბუქა, თუმცა ჰონკონგი ქალაქში შესვლას კვლავ მკაცრად აკონტროლებს.


Ft.com




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up