„ჰონგკონგის ვირუსი“, რომელიც საქართველოში აქტიურად ცირკულირებს, გრიპის ვაქცინაში შედის

„ჰონგკონგის ვირუსი“, რომელიც საქართველოში აქტიურად ცირკულირებს, გრიპის ვაქცინაში შედის

access_time2022-11-23 19:00:06

„ჰონგკონგის“ ვირუსი, იგივე H3N2 გრიპი, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოში აქტიურად ცირკულირებს, გრიპის საწინაააღმდეგო ვაქცინაში შედის. ამის შესახებ იაშვილის კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.


მისი განმარტებით, ეს ვირუსი მოსახლეობისთვის ნაკლებად ცნობილია, თუმცა ექიმები მას დიდი ხანია იცნობენ.


ამასთან, ჩხაიძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში დომინანტია რინოვირუსი და რესპირატიულ-სინსიტიალური ვირუსი, ასევე აქტუალურია კორონავირუსიც.


მისივე განცხადებით, რესპირაციულ-სენსიტიალური ვირუსი ჯერ კიდევ ზაფხულში ცირკულირებდა. მას შეუძლია გამოიწვიოს წვრილი ბრონქების ანთება და ფილტვების ანთება 2-3 წლის ბავშვებში. ამიტომ მათი დიდი ნაწილი სტაციონარიზაციას საჭიროებს.



ჩხაიძე პროგნოზირებს, რომ ახლო მომავალში გრიპის შემთხვევების მატებაც გვექნება და პიკს დეკემბერ-იანვარში ველოდებით.


პედიატრის რეკომენდაციაა, სიცხის შემთხვევაში პაციენტმა მიიღოს სითხე, ხოლო ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების, ანტიბიოტიკის, ვიტამინების ან ანტიალერგიული მედიკამენტების მიღება არაა საჭირო.


ვანო ჩხაიძის თქმით, მშობლებმა ტემპერატურის გაზომვის გარდა უნდა ისწავლონ გახშირებული სუნთქვის გაზომვაც. გახშირებული სუნთქვა, მისი განმარტებით, ფილტვების ანთების სიმპტომია. მისივე თქმით, წლამდე ასაკში ნორმაა წუთში 50-მდე, 5 წლამდე ასაკში 40, 5 წლის შემდეგ კი 30. ამაზე მეტი სიხშირის დაფიქსირება კი ნიშნავს, რომ პროცესში უკვე ფილტვებია ჩართული.


შეგახსენებთ, რომ დღეს ბოლო დღეა, როცა გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია. მომდევნო პერიოდში უფასო ვაქცინაცია მხოლოდ რისკჯგუფებში შემავალი ადამიანებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.


წყარო: https://jandacva.ge/





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up