უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტზე ჩასვლის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ლავროვის უწყების პრესსპიკერი მარია ზახაროვა სიყალბეს უწოდებს.
ზახაროვას თქმით, ჰოსპიტალიზაციის შესახებ „ფეიკ-ნიუსს“ სერგეი ლავროვთან ერთად გაეცნო.
ლავროვის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია უცხოურმა მედიამ ინდონეზიელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა.
სერგეი ლავროვი, რომელიც სამიტზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს წარმოადგენს, ბალიში კვირას ჩავიდა.