ჰოსპიტალურ სექტორში კრიზისი მწიფდება – გამოსავალი საყოველთაო სავალდებულო დაზღვევაა

ჰოსპიტალურ სექტორში კრიზისი მწიფდება – გამოსავალი საყოველთაო სავალდებულო დაზღვევაა

access_time2022-04-19 14:30:21

არაკვალიფიციური მენეჯმენტი, საბანკო ვალდებულებები და ცვალებადი ჯანდაცვის პოლიტიკა - ჰოსპიტალურ სექტორში მნიშვნელოვანი რყევებია მოსალოდნელი.  ამის შესახებ „კომერსანტთან“ ბიზნეს კონსულტანტი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე საუბრობს. იგი ამბობს, რომ ჰოსპიტლურ სექტორს შემოსავლის 70-80% სახელმწიფო პროგრამებიდან აქვს, ამ გარანტიით კი  დიდი რაოდენობით სესხია გაცემული. მისი თქმით, კლინიკებს ეს მძიმე ტვირთად აწვეს. ახალ კი, როცა საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის ახალ პოლიტიკაზე, ლევან კობერიძის თქმით, შესაძლოა ძალიან ბევრი ცნობილი კლინიკა მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.

 

„ჰოსპიტლური სექტორის შემოსავლის ძირითად ნაწილს სახელმწიფო პროგრამები შეადგენს. კლინიკებს ამ სახელმწიფო პროგრამების გარანტიით ძალიან დიდი ფინანსური ვალდებულებები აქვთ აღებული - იქნება ეს ახალი მშენებლობები, ინვენტარი თუ მაღალტექნოლოგიური ტექნიკის საბანკო ვალდებულებები. 520-ე დადგენილებამ საკმაოდ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა კარდიოლოგიურ მიმართულებას. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ სადაზღვევო სექტორის წილი ჰოსპიტლების შემოსავლებში არის ძალიან მცირე. შესაბამისად ვფიქრობ, რომ უახლოს სამ წელიწადში ჰოსპიტალურ სექტორში დიდი რყევები იქნება. რაც არც თუ ისე სახარბიელოდ აისახება პირველ რიგში მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისების მიწოდების ნაწილში.

 

პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ჰოსპიტალური სექტორი ერთის მხრივ, ბიზნესის მართვის კუთხით საკმაოდ არაკვალიფიციურად იმართება. ექიმებმა ერთ დღეს გადაწყვიტეს, რომ ბიზნესმენები გამხდარიყვნენ, ამის გამო ბევრი რამ არასწორად მართეს. თუ ბიზნესია, ბიზნესის წესებით უნდა ხდებოდეს თამაში და მხოლოდ სახელმწიფო პროგრამებზე არ უნდა იყო დამოკიდებული. მაშინ, როდესაც სახელმწიფო აპირებს, რომ ჯანდაცვის პოლიტიკას გადახედოს, დიდი ალბათობით კლინიკები სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან.  უახლოეს პერიოდში ალბათ ბევრი კლინიკა გაიყიდება, ან შეერთდება, ზოგიერთი გაკოტრდება კიდეც.

 


პრობლემა, რომელზეც ვსაუბრობ, შეარბილა კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, რადგან სახელმწიფო კოვიდ პაციენტების სამკურნალო კლინიკებს თანხას პირდაპირ უხდიდა, რა დროსაც მათ დამატებითი შემოსავალი გაუჩნდათ“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ყოფილი წევრი ფიქრობს, რომ პრობლემიდან ყველაზე ეფექტური გამოსავალი საყოველთაო სავალდებულო დაზღვევაა. მისი თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ჯანდაცვის სექტორში არსებული მდგომარეობის უკეთესობისკენ სწრაფად შეცვლა და მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.

 

ბაჩო ადამია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up