ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით 19 საქმე დაასრულა წარმატებით.
მათ შორის: პოლიციელების მიერ უსაფუძვლოდ დაჯარიმებული ერთი მოქალაქე გამართლდა;
ცხინვალიდან დევნილმა საცხოვრებელი მიიღო - ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს ადმინისტრაციული აქტი მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლის გადაცემაზე უარის თქმის შესახებ და სააგენტოს დაევალა ც. ტ.-ის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა;
სასამართლომ ბათილად ცნო საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის აქტი, რომლითაც მოქალაქის უფლება დაირღვა;
1 ეკომიგრანტი საცხოვრებლით დაკმაყოფილდება;
ორი საჯარო მოხელე სამსახურში აღდგა და ერთ-ერთს განაცდურიც აუნაზღაურდება;
უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები;
წარმატებით დასრულებული შრომითი დავები გორის ჰოსპიტლის წინააღმდეგ;
საქმეთა დეტალები და სრული ჩამონათვალი ნახეთ აქ.