HRW: ვაფრთხილებთ რუსეთსა და უკრაინას, რომ არ განათავსონ სამხედრო ბაზები დასახლებულ რაიონებში

HRW: ვაფრთხილებთ რუსეთსა და უკრაინას, რომ არ განათავსონ სამხედრო ბაზები დასახლებულ რაიონებში

access_time2022-07-21 13:40:50

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "ჰოიუმან რაიტს უოჩი" (HRW) აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთმაც და უკრაინამაც თავიდან უნდა აიცილონ სამხედრო ბაზების განლაგება დასახლებულ რაიონებში, ვიდრე წინასწარ არ განხორციელდება მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია.

 

ნიუ-იორკში მდებარე ორგანიზაციამ 21 ივლისს გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად ორივე მხარე ომის დროს "უდიდესი საფრთხის" ქვეშ აგდებს მშვიდობიან მოსახლეობას, როდესაც თავიანთ სამხედრო ძალებს განალაგებენ დასახლებულ რაიონებში, მიუხედავად საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნისა, რომელიც ავალდებულებს მეომარ მხარეებს, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა იხმარონ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად მათი უფრო უსაფრთხო რაიონებში გადაყვანით.

 

ანგარიშის თანახმად, ამ სამხედრო ბაზებზე შემდგომი იერიშების შედეგად დაიხოცა ან დაიჭრა მშვიდობიანი მოსახლეობა. "ვინაიდან ომი უკრაინაში გრძელდება, სამოქალაქო პირები ომში ჩაბმული აღმოჩნდნენ ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე. როგორც რუსეთის, ისე უკრაინის სამხედრო ძალებმა თავიდან უნდა აიცილონ თავიანთი სამხედრო ძალების მშვიდობიანი მოსახლეობის მახლობლად განლაგება და ყველაფერი უნდა გააკეთონ სამოქალაქო პირების ამ რაიონებიდან გაყვანისთვის",-განაცხადა HRW-ის წარმომადგენელმა ბელიკს ვილემ.

 


HRW-მა დოკუმენტურად დაადასტურა ოთხი შემთხვევა რუსეთის სამხედრო ნაწილების განთავსებისა დასახლებულ რაიონებში და სამი შემთხვევა, როდესაც ანალოგიურ ქმედება ჩაიდინეს უკრაინელმა სამხედროებმა, როდესაც სამოქალაქო მოსახლეობა არ იქნა გადაყვანილი უსაფრთხო რაიონებში.


გაეროს ადამიანის უფლებების სამსახურის სამეთვალყურეო მისიამ 29 ივნისს გამოაქვეყნა ანგარიში უკრაინაში ომის განმავლობაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. ის მოიცავს პერიოდს 24 თებერვლიდან 15 მაისამდე.


ამ დროის განმავლობაში, გაეროს ექსპერტებმა დააფიქსირეს 3924 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი, ხოლო 4444 პირის დაშავება. რიცხვები რეალურად ბევრად მაღალია, რადგან ისინი ასახავს მხოლოდ დადასტურებულ შემთხვევებს.


radiotavisupleba.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up