HSBC-ი Silicon Valley Bank-ის ბრიტანულ განყოფილებას 1 გირვანქა სტერლინგად იყიდის - Financial Times

HSBC-ი Silicon Valley Bank-ის ბრიტანულ განყოფილებას 1 გირვანქა სტერლინგად იყიდის - Financial Times

access_time2023-03-13 22:30:37

HSBC Holdings-ი ამერიკული Silicon Valley Bank-ის გაერთიანებული სამეფოს განყოფილებას შეიძენს, რომელიც აშშ-ს მარეგულირებლებმა 10 მარტს დახურეს. HSBC-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისი HSBC UK Bank-ის განყოფილება Silicon Valley Bank UK-ს 1 გირვანქა სტერლინგად ყიდულობს. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.


„გარიგებას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ბიზნესისთვის დიდ ბრიტანეთში,“ - თქვა HSBC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნოელ ქუინმა. „SVB UK კლიენტებს შეუძლიათ განაგრძონ ბანკით სარგებლობა და დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი დეპოზიტების სტაბილურობა და უსაფრთხოება გარანტირებული იქნება“.


რამდენიმე საათის შემდეგ, რაც აშშ-ს მარეგულირებლებმა აშშ-ში Silicon Valley Bank-ის დახურვის შესახებ გამოაცხადეს, ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ იძულებული იყო SVB-ს ბრიტანული ფილიალიც უუნაროდ გამოეცხადებინა.


SVB UK, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოს უმსხვილეს ბანკებთან შედარებით პატარა ბანკია, დიდ როლს თამაშობს სტარტაპერთა სამყაროში. ამიტომ, ქვეყნის მთავრობა ცენტრალურ ბანკთან და უამრავ სხვა მარეგულირებელთან ერთად მთელი შაბათ-კვირა ეძებდნენ მისაღებ გადაწყვეტილებებს, რომლითაც SVB UK მომხმარებლებს პოტენციური პრობლემებისგან დაიცავდნენ, წერს Financial Times.


 

SVB UK-ს დაახლოებით 3,3 ათასი კლიენტი ჰყავს ბრიტანეთში, მათ შორის სარისკო კაპიტალის ინვესტორების მიერ დაფინანსებული სტარტაპები, წერს გამოცემა.


კალიფორნიის ფინანსური დაცვისა და ინოვაციების დეპარტამენტმა Silicon Valley Bank 10 მარტს დახურა. ეს იყო ყველაზე დიდი საბანკო კოლაფსი 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს Washington Mutual Inc. ბანკის გაკოტრების შემდეგ.


2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, Silicon Valley Bank-ის მთლიანმა აქტივებმა შეადგინა თითქმის $209 მილიარდი, დეპოზიტების მთლიანი მოცულობა დაახლოებით $175.4 მილიარდი იყო. დაუზღვევი დეპოზიტების ოდენობა დადგინდება მას შემდეგ, რაც FDIC მიიღებს დამატებით ინფორმაციას ბანკისა და მომხმარებლებისგან.

 


თეგები:
HSBC



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up