„ჰუალინგ პლაზა“ – უსაფრთხოება, კომფორტი და ოთხივე ვაქცინა ერთ ცენტრში

„ჰუალინგ პლაზა“ – უსაფრთხოება, კომფორტი და ოთხივე ვაქცინა ერთ ცენტრში

access_time2021-08-17 10:55:18

„ჰუალინგ პლაზა“ დღეს ერთადერთი ადგილია, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცენტრში საქართველოში შემოსული ოთხივე ტიპის ვაქცინაა ხელმისაწვდომი.


კომპანიის მენეჯმენტი ჩართულია ყველა ეტაპზე, რომ ვაქცინაციის პროცესი უსაფრთხოდ და კომფორტულად წარიმართოს. ამის შედეგად მხოლოდ ეს ცენტრი დღეში 4 000 აცრას აკეთებს და ამ რაოდენობის 8 000–მდე გაზრდის შესაძლებლობაც კი გააჩნია.


ადმინისტრაცია მაქსიმალურად ვცდილობთ, პროცესებს, როგორც ვაქცინაციის ნაწილში, ისე სტრუქტურულად და საოპერაციო კუთხით ხელი შევუწყოთ. ამჟამად, ცენტრი ფართოვდება, ვინაიდან აცრის მსურველთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. ცენტრში ხელმისაწვდომია საქართველოში წარმოდგენილი ოთხივე დასახელების ვაქცინა“, − ამბობს თიკო მაღრაძე, "ჰუალინგ პლაზას" გენერალური დირექტორი.




„კოვიდ-19“-ით გამოწვეული მსოფლიო პანდემიის პირობებში, ერთ-ერთმა უმსხვილესმა ინვესტორმა ჰუალინგმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი წვლილის შეტანა გადაწყვიტა. მიმდინარე წლის ივნისიდან, „ექსპრეს მედიქალ სერვისის“ (EMS) ორგანიზებითა და „ჰუალინგ პლაზას“ მხარდაჭერით, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი მოეწყო, რომელიც ევროპული სტანდარტისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით ოპერირებს.


„ჰუალინგის“ სავაჭრო ცენტრის ტერიტორია 110 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, 8000-დან 10 000-მდე საპარკინგე ადგილი აქვს და ვიზიტორთა დიდი ნაკადების ეფექტური და უსაფრთხო მართვის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ვაქცინაციისათვის მოწყობილი სივრცე აღჭურვილია 4 ესკალატორით, 8 ლიფტით, 4 სველი წერტილით, 5 სათადარიგო გასასვლელით და სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.


მასობრივი ვაქცინაციის ამ ცენტრში 10 ამცრელი კაბინეტი ფუნქციონირებს, რაც 4000-მდე ადამიანის აცრას ემსახურება. ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, სივრცე 6000-დან 8000-მდე ვიზიტორის ვაქცინაციის შესაძლებლობასაც იძლევა.



აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთათვის ვაქცინაციის გამარტივების მიზნით, შესაძლებელია ადგილზევე რეგისტრაცია, წინასწარი ჯავშნის გარეშე, საქართველოში გავრცელებულ ოთხივე ვაქცინაზე, ესენია: პფაიზერი“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ასტრაზენეკა“.




„ჰუალინგში“ მოწყობილ მასობრივი ვაქცინაციის ცენტრს რამდენიმეჯერ ესტუმრა სამინისტროს, NCDC-ს, „ჯანმოს“ რეგიონული ოფისისა და სამედიცინო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლობა, რომელთა ეპიდემიოლოგიური თუ სხვა რისკის მართვის მოთხოვნები ზედმიწევნით იქნა გათვალისწინებული. დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, ვაქცინაციის ცენტრში შოკის დარბაზიც ფუნქციონირებს, რომელიც სრულადაა აღჭურვილი საჭირო ინვენტარით და კვალიფიციური ექიმ-რეანიმატოლოგები უწევენ ზედამხედველობას აცრილ მოქალაქეებს.

 

„ჰუალინგის“ მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი ამ ეტაპისთვის შემდეგ ჯგუფებს ემსახურება: თბილისის მერია (მათ შორის გამგეობები, შპს, აიპები), შსს, საქართველოს რკინიგზა, საერთაშორისო მისიები და საელჩოები, საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის წევრი კომპანიების თანამშრომლები და ოჯახის წევრები, რაგბის კავშირი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, booking.moh.gov.ge-ის მეშვეობით და ადგილზე დარეგისტრირებული მოქალაქეები.


„ექსპრეს მედიქალ სერვისის“ დირექტორი გიორგი ბოლღაშვილი ამბობს, რომ ვაქცინაციის დაწების მზადების დღიდან გაუჩნდათ მასობრივი ვაქცინაციის ცენტრის შექმნის იდეა, რომლის რეალიზაციაც ჰუალინგთან ერთად გადაწყვიტეს.


როდესაც Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური იარაღის − ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, საქართველოში პირველი მასობრივი ვაქცინაციის ცენტრისთვის ადგილის შერჩევა დავიწყეთ, ბუნებრივია, უპირველესად,ჰუალინგთანთანამშრომლობა განვიხილეთ. გარდა იმისა, რომ ეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა, იგი ყოველთვის მხარს უჭერს ქართულ ბიზნეს სექტორთან ინოვაციური მიდგომებით პარტნიორობას. „ჰუალინგის“ უპირატესობა, სხვა ლოკაციებთან შედარებით, საკმაოდ გამოხატული იყო. აქ დაგვხვდა უსაფრთხო და ვენტილირებული შენობა უზარმაზარი სივრცეებით, დიდი პარკინგი და რაც ყველაზე მთავარია, კომპანიის მენეჯმენტის დადებითი განწყობა პროექტის მიმართ. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრის გახსნისა და ოპტიმალური ფუნქციონირებისათვის, „ჰუალინგმა“ შესაბამისი სივრცე და შენობის ინფრასტრუქტურით სარგებლობის უფლება, ფაქტობრივად სიმბოლურ ფასად შემოგვთავაზა“, − ამბობს გიორგი ბოლღაშვილი.

 

„ჰუალინგის“ მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი ერთადერთი გახლავთ, სადაც ვაქცინაციის მსურველს, საქართველოში ამ ეტაპზე არსებული ოთხივე ტიპის ვაქცინით შეუძლია აცრა.

 

ზოგადად, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების დანიშნულება, გარდა მოსახლეობის დიდი ნაკადის გატარებისა, არის ვაქცინაციის რუტინული პროცესისგან გამოათავისუფლოს სამედიცინო ცენტრები, სადაც თავისუფალი ფართისა და პერსონალის ხარჯზე, „კოვიდ“-საწოლების მომსახურება უფრო ეფექტური გახდება. ესაა პროცესი, სადაც სამი მონაწილეა: სახელმწიფო, ბიზნესი და მოსახლეობა, რომელთა სოლიდარული პასუხისმგებლობით უნდა მოხდეს შედეგის მიღწევა. ჩვენ შემთხვევაში, მაქსიმალური მხარდაჭერაა ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პერიოდშიც კი, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რამდენიმე ლოკაციიდან სპეციალური ავტობუსებით აცრის მსურველი მოსახლეობის „ჰუალინგის“ ვაქცინაციის ცენტრში მობილიზება მოხდება“, − აღნიშნავს გიორგი ბოლღაშვილი.

 

„ჰუალინგსა“ და EMS-ს უკვე დაგეგმილი აქვთ რიგი ერთობლივი სოციალური და მარკეტინგული აქტივობები, რომელთა მთავარი მიზანი, მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის მაქსიმალური მოტივირება გახლავთ.



(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up