ჩინეთის ბაზარზე გასასვლელად ემზადება ტექნოლოგიური გიგანტის კომპანია Huawei-ისა და მისი ჩინელი პარტნიორის Seres-ის ერთობლივი პროდუქტი - ჰიბრიდული ქროსოვერი AITO M5. კომპანიამ მოდელის პრემიერასთან ერთად მისი მონაცემებიც გაავრცელა და შეკვეთების მიღებაც დაიწყო. ოდელი ორი მოდიფიკაციითაა ხელმისაწვდომი, ესენია 428 და 496-ძალიანი სისტემებით და მათი ფასი 280 ათასიდან 320 ათას იუანამდე ღირს.
ავტომობილს აქვს 10,4-დიუიმიანი დისპლეი, ადაპტირებული დიოდის სისტემა, ვენტილირებადი წინა სავარძლები, ადაპტირებული კრუიზ კონტროლი, წრიული ხედვის კამერები და პანორამული სახურავი.
ვერსიისგან დამოუკიდებლად ის აღჭურვილია სრული მოძრაობის ტრანსმისიით, ელექტრო ძრავი გამოიყენება საბურავებისთვის, ხოლო ბენზინის ძრავი ელემენტების გენერატორის ფუნქციას ითავსებს.
ვერსია Performance ადგილიდან 100-მდე 4,4 წამში ჩქარდება, მას ერთჯერადი დამუხტვით 100 კმ მანძილის გავლა შეუძლია, ხოლო შერეულ ციკლში 100 კმ მანძილზე 0,8 ლიტრ საწვავს მოიხმარს.
Huawei სიახლის გაყიდვას საკუთარი მაღაზიების ქსელიდან და ონლაინ გეგმავს. მისი სრულფასოვანი გაყიდვები 2022 წლიდან დაიწყება.
BPN.GE