Human Rights Watch-მა 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

Human Rights Watch-მა 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

access_time2023-01-12 18:30:13

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა 12 იანვარს ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ერთი თავი საქართველოს ეთმობა.

 


უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში 2022 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განვითარებულ მოვლენებია განხილული, მათ შორის მედიის თავისუფლების, დანაშაულების არასათანადო გამოძიების, შრომით უფლებების, ქალთა და ლგბტ უფლებების დარღვევის მიმართულებით.

 

 

დოკუმენტის შრომითი უფლებების ქვეთავში აღნიშნულია, რომ სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში 23 ადამიანი დაიღუპა და 230 დაშავდა.

 

 

ქალთა უფლებების ქვეთავში ნათქვამია, რომ 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში 13 ქალი მოკლეს და 11-ის მკვლელობა ოჯახის წევრებმა სცადეს. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლოები მოძალადეებს, ხშირად, გირაოთი ათავისუფლებენ, რომლებიც გათავისუფლების შემდეგ მსხვერპლზე ძალადობას აგრძელებენ.

 

 


მედიის თავისუფლების ქვეთავში მოხვდა „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯის საქმე და სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კრიტიკა.

 

 

ამას გარდა, ჟურნალისტების შევიწროების მაგალითებად მოყვანილია: „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ემა გოგოხიასა და მის ოპერატორზე, ასევე „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორ მურმან ზოიძეზე განხორციელებული თავდასხმები, ვატო წერეთლისთვის ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან სავარაუდო ფიზიკურ შეურაცხყოფის ფაქტი და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ჟურნალისტების მიერ კრიტიკული მასალების მომზადებისას ხელმძღვანელობის მხრიდან ცენზურის ფაქტები.

 

 

სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიების ქვეთავში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებაა ყურადღება გამახვილებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც სახელმწიფო ინსპექტორმა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დარღვევის გამოძიება დაიწყო“.

 

 

ანგარიშის თანახმად, 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ომბუდსმენის აპარატში ციხის პერსონალისა და პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის შესახებ 70 საჩივარი შევიდა, რომელთაგანა 61-ზე გამოძიება დაწყებული იყო, დანარჩენ 9-ზე კი – გამოძიების დაწყების თხოვნით შესაბამის უწყებას სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა.

 

 

ლგბტ უფლებების ქვეთავში ნათქვამია, რომ გასული წლის მაისში, თბილისში 5 ტრანსგენდერ ქალზე მათსავე საცხოვრებელ სახლში მოხვდა თავდასხმა, რომელსაც თან მოკვლის მუქარა ერთოდა.

 

 

 


თეგები:
Human Rights Watch



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up