კორეულმა ავტომწარმოებელმა Hyundai Motor Group-მა პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის დაახლოებით 18,2 მილიარდ დოლარს დახარჯავს ელექტრო მანქანების წარმოების გასაზრდელად. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.
Hyundai მიზნად ისახავს, რომ ელექტრომობილების მწარმოებელთა სამეულში მოხვდეს. ამ მიზნის მისაღწევად, 2030 წლამდე, კომპანია გეგმავს, რომ კორეის ელექტრომობილების წლიური წარმოება 1,51 მილიონ ერთეულამდე გაზარდოს. ეს გლობალური ელექტრომობილების წარმოების დაახლოებით 40%, 3.64 მილიონი ერთეულია.
Hyundai Motor Group-ი მოიცავს Hyundai Motor Co.-ს, Kia Corp.-ს, Genesis-ის ბრენდს და Hyundai Mobis Co.-ის ნაწილებისა და მომსახურების განყოფილებას.
კომპანიამ განაცხადა, რომ 2030 წლისთვის გეგმავს, რომ ბრენდის პორტფელში ელექტრომობილის 31 მოდელი ჰქონდეს.