2022 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, მგზავრთნაკადი 565%-ით, ხოლო საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 3%-ით არის გაზრდილი

2022 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, მგზავრთნაკადი 565%-ით, ხოლო საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 3%-ით არის გაზრდილი

access_time2022-04-12 20:30:00

2022 წლის I კვარტლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 700 200 მგზავრს მოემსახურა, რაც 565%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე, ხოლო 2019 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 69%-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.



„მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 507 050 მგზავრს. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 407%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 63%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობის მაჩვენებელს.



2022 წლის I კვარტალში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 121 470 მგზავრი. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37 047%-ს შეადგენს (შარშან ამავე პერიოდში აეროპორტი 327 მგზავრს მოემსახურა). 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს.



ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 68 474 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1635%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 32%-ი შეადგინა. შესაბამისად აეროპორტის მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 132%-ია.



რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია პირველი 3 თვის დაჯამებული მონაცემებით 1 407 მგზავრს მოემსახურა, რაც 307%-ით მეტია ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 13%-ით აღემატება პანდემიამდე, 2019 წლის I კვარტალში მიღებული მგზავრების რაოდენობას. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ 3 თვეში 278 მგზავრი მიიღო, რაც 168 მგზავრით მეტია (153%) ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა და 83 მგზავრით (+43%) აღემატება 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. 2019 წლის პირველ 3 თვესთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 17%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით ზრდა 234%-ს შეადგენს. აეროპორტი 1521 მგზავრს მოემსახურა.




2022 წლის I კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 3 978 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 2 996-ს, ხოლო ჩარტერების - 982-ს. 2021 წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისებმა მნიშვნელოვნად, 207%-ით იმატა, ხოლო რაც შეეხება 2019 წელთან შედარებით შესრულებული ფრენების აღდგენის დინამიკას, აღნიშნული მაჩვენებელი 76.50%-ს შეადგენს.



2022 წლის პირველ 3 თვეში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 4 483.077 ტონა შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 360.362 ტონა. შესაბამისად, შარშანდელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 3%-ით არის გაზრდილი. ცნობისთვის, სამგზავრო საჰაერო მიმოსვლისაგან განსხვავებით, COVID 19-ის გამო საქართველოში სატვირთო საჰაერო მიმოსვლა არ შეჩერებულა.



საქართველოს მსგავსად, საჰაერო მიმოსვლა გააქტიურდა სხვა სახელმწიფოებშიც. შესაბამისად, 2021 წლის I კვარტალთან შედარებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება გაიზარდა 53%-ით, 2019 წელთან შედარებით კი შემცირდა 33%-ით. სულ გასულ სამ თვეში დაფიქსირდა 22 205 ერთეული გადაფრენა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში, საქართველოს საჰაერო სივრცეში 14 497 ერთეული გადაფრენა შესრულდა, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალში 33 183.



2022 წლის განვლილ 3 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე Turkish Airlines-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 13%-იან წილს ფლობს და 90 258 მგზავრი ყავს გადაყვანილი. ამავე პროცენტული წილით (13%) მეორე ადგილზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი იმყოფება 89 442 გადაყვანილი მგზავრით.



რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:



1. ავიაკომპანია Turkish Airlines – 90 258 მგზავრი 13%;

2. ავიაკომპანია Wizz Air Hungary – 89 442 მგზავრი 13%;

3. ავიაკომპანია Pegasus – 70 470 მგზავრი 10%;

4. ავიაკომპანია Fly Dubai – 50 947 მგზავრი 7%;

5. ავიაკომპანია Belavia – 49 877 მგზავრი 7%;

6. ავიაკომპანია Azerbaijan Airlines – 27 866 მგზავრი 4%;

7. ავიაკომპანია Israir – 27 502 მგზავრი 4%

8. ავიაკომპანია Georgian Airways – 22 569 მგზავრი 3%;

9. ავიაკომპანია SkyUp Airlines – 21 884 მგზავრი 3%;

10. ავიაკომპანია Bees Airline – 21 399 მგზავრი 3%“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up