ჩვენი ისტორიის წიგნებს კრიტიკულად თუ შევხედავთ, მათგან არაფერი დარჩება - შეიძლება ნახევარი ისტორია თავიდან იყოს დასაწერი, - აღნიშნული შეფასება პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.
ხვიაჩიას აზრით, ბევრად უფრო დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ვიდრე ისტორიის სახელმძღვანელოს ერთ გვერდზე არსებული ჩანაწერია. ამ კონტექსტში ხვიაჩიამ აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ „ისტორია მაშინ დაიწერა, როცა საბჭოთა კავშირის ტყვეობაში ვიყავით და მონობაში დაწერილ იატორიაში არაერთი ლაფსუსია“.
„ნებისმიერ ავტორს უფლება აქვს, თავის წიგნში ვინც უნდა, ის შეიტანოს. უბრალოდ, ეს წიგნი არ უნდა იყოს ერთადერთი სასწავლო წიგნი სკოლისთვის და ბავშვებისთვის. ალტერნატივა უნდა გვქონდეს - სკოლებს, ბავშვებს, მშობლებს არჩევანი უნდა ჰქონდეთ, ის წიგნი თავად აირჩიონ, რასაც ყველაზე მეტად ენდობიან. თუ ეს პრობლემა მოგვარდება, ისეთი წიგნებიც იქნება, სადაც ბიძინა ივანიშვილი იქნება შეტანილი ან სადაც მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს დამფუძნებლად შეიყვანენ. თავად უნდა ავარჩიოთ, ჩვენი შვილებისთვის რომელი წიგნი სჯობს“, - აცხადებს იაგო ხვიაჩია.
ipn.ge