იაგოს მარანი: ვისურვებდი, არ ვაწარმოებდეთ დიდი რაოდენობით ტკბილ და ნახევრად ტკბილ ღვინოებს

იაგოს მარანი: ვისურვებდი, არ ვაწარმოებდეთ დიდი რაოდენობით ტკბილ და ნახევრად ტკბილ ღვინოებს

access_time2021-02-10 21:00:00

„იაგოს მარნის“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი მთავრობის მიერ ყურძნის ხარისხის კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილებას „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს და აცხადებს, რომ ამ საკითხზე აქცენტის გაკეთება სწორია და შესაძლოა დაგვიანებულიც კი.



მისი განცხადებით, თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამოსავალი უნდა იყოს ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ღვინის გაყიდვა, ხარისხის გაუმჯობესების გარეშე ამის მიღწევა შეუძლებელია.



„ხარისხი იწყება ვენახიდან. ის პრაქტიკა, რომელიც აქამდე არსებობდა, მანკიერი იყო. არ მინდა ვინმეს გული ვატკინო, მაგრამ ქარხნებში ვის რა ყურძენი მიჰქონდა და რა ხარისხის იყო, არავინ იცის. შესაბამისად, ასეთი ყურძნისგან ხარისხიანი ყურძნის მიღება შეუძლებელი თუ არა ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე, მთავრობის ამ მიდგომით უფრო მეტად დაფასდება ადგილწარმოშობის ზონები,“ - აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.



მეღვინის თქმით, საკმაოდ რთული იქნება კონტროლი ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე. „ისე არ უნდა მოხდეს, რომ ფერმერს ერჩივნოს კერძო პირს მიჰყიდოს უფრო იაფად, ვიდრე ქარხანას ჩააბაროს. კონტროლის სისტემა უნდა იყოს მოქნილი, გასაგები და მარტივი, რაც მთავარია გამჭვირვალე, - აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.




„იაგოს მარნის“ დამფუძნებელი ქართული ღვინის ხარისხზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ქართული ღვინის ხარისხი ნელ-ნელა უმჯობესდება.



„მიუხედავად ამისა, ვისურვებდი, რომ ისეთი დიდი ადგილი არ ეჭიროს ქართული მეღვინეობის წარმოებაში ტკბილ და ნახევრად ტკბილ ღვინოებს ვინაიდან, ეს მსოფლიო ბაზარზე მაღალი საფასო სეგმენტის ღვინოებად არ ითვლება. ამის მომხმარებელი მაინც არის პოსტსაბჭოთა სივრცე ან ჩინეთის ბაზარი. ეს მიმართულებები ცუდი არ არის, თუმცა, როდესაც ხარისხზე მიდის საუბარი და საერთაშორისო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაზე, შედარებით იაფიან ღვინოებით, არ მგონია, რომ ჩვენი მიზანი ეს იყოს,“ -აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.



იაგო ბიტარიშვილს მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში გაშენებული ვენახი აქვს. ვენახი ბიომეურნეობაა, რადგან იქ ქიმიურ სასუქებს და შხამქიმიკატებს არ იყენებენ. იაგოს მარანი წელიწადში დაახლოებით 5000-6000 ბოთლ ღვინოს ასხავს. ღვინოს კი ტრადიციული ქართული წესით, ქვევრში აყენებს.



შეგახსენებთ, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება.



ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებითაა დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. ამასთან, კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია დროულად იყოს მიტანილი მევენახე ფერმერებამდე.


business-partner.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up