იანკებო, ხელები შორს პუტინისგან! ჰააგიდან გაჟღერებული სისულელე ერთ რამეზე მეტყველებს: დასავლეთი ისტერიკაშია, - ასე გამოეხმაურა რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტზე ნებისმიერ თავდასხმას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიად მივიჩნევთ“, - განაცხადა ვოლოდინმა.
შეგახსენებთ, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის, ასევე ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა. მათ ბრალი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში ედებათ.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლეები განმარტავენ, რომ მათ აქვთ საკმარისი საფუძველი, იფიქრონ, რომ პუტინი პირადად არის პასუხისმგებელი ამ დანაშაულებზე, როგორც მათი უშუალო მონაწილე, ასევე როგორც ლიდერი, რომლის ქვეშევრდომებმა, მისი თანხმობით თუ მისი ნების დართვით ჩაიდინეს ეს დანაშაულები.