უკრაინის ექს–პრეზიდენტმა ვიკტორ იანუკოვიჩმა პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა, ნებისმიერ ფასად „შეწყვიტოს სისხლისღვრა და მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას“.
„კარგად მესმის, რომ თქვენ ბევრი „მრჩეველი“ გყავთ, მაგრამ პირადად თქვენ ხართ ვალდებული, ნებისმიერ ფასად შეწყვიტოთ სისხლისღვრა და სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოთ. თქვენგან ამას უკრაინაში, დონბასსა და რუსეთში ელოდებიან. თქვენი მადლიერები დარჩებიან უკრაინელი ხალხი და თქვენი პარტნიორები დასავლეთში“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელიც რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტიში“ გამოქვეყნდა.