2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 11 788 873 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის მონაცემებზე 27%-ით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
„2021 წლის იანვარ-აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 11 502 897ტონა, 2020 წელს - 11 009 001 ტონა, ხოლო 2019 წელს - 16 139 060 ტონა ტვირთნაკადი გაატარა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.