2022 წლის იანვარ-ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 515 988 მგზავრს მოემსახურა, რაც 121,56%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი „TAV Georgia“ ავრცელებს.
დღეისათვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 35 ავიაკომპანია 38 მიმართულებით ასრულებს რეისებს.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა იანვარ-ივლისში 313 036 მგზავრი გაატარა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებს 35,37%-ით აღემატება. ზაფხულის სეზონზე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 21 ავიაკომპანია 17 მიმართულებით დაფრინავს.