2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 023.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 32.2 პროცენტით მეტია. საქსტატის მონაცემებით, ექსპორტი 5 037.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (31.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 11 985.9 მლნ. აშშ დოლარი (32.5 პროცენტით
მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 6 948.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 დეკემბერს.