იანვარ-ნოემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა წლიური საპროგნოზო მოცულობის 92.4%-ი შეადგინა

იანვარ-ნოემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა წლიური საპროგნოზო მოცულობის 92.4%-ი შეადგინა

access_time2022-12-21 11:20:17

საქართველოს 2022 წლის იანვარ-ნოემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა შეადგინა სულ 17 435 107.3 ათასი ლარი; მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მიღებული იქნა 14 558 204.0 ათასი ლარის მოცულობით, არაფინანსური აქტივების კლებით მიღებულმა შემოსულობებმა შეადგინა 156 614.2 ათასი ლარი, ფინანსური აქტივების კლებით მიღებული იქნა 124 492.3 ათასი ლარი, ხოლო ვალდებულებების ზრდით 2 595 796.7 ათასი ლარი.


2022 წლის იანვარ-ნოემბერში მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა (14 558 204.0 ათასი ლარი) შეადგინა წლიური საპროგნოზო მოცულობის (15 760 711.0 ათასი ლარი) 92.4%.


ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გადასახადების წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 14 473 000.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 13 213 080.3 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 91.3%.


მათ შორის, „გადასახადები შემოსავალზე, მოგებაზე და კაპიტალის ღირებულების ნაზრდზე“ საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 6 419 670.0 ათასი ლარი, მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 5 992 536.3 ათასი ლარი, რაც გეგმის 93.3%–ია.


„საშემოსავლო გადასახადის“ წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 4 590 670.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 4 233 288.5 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 92.2%.


„მოგების გადასახადის“ სახით მიღებული შემოსავლების მოცულობამ (1 759 247.8 ათასი ლარი) შეადგინა წლიური საპროგნოზო მოცულობის (1 829 000.0 ათასი ლარი) 96.2%.


გადასახადებმა ქონებაზე შეადგინა 13.9 ათასი ლარი.


„გადასახადები საქონელსა და მომსახურებაზე“ წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 7 811 330.0 ათასი ლარი, მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 7 264 483.0 ათასი ლარი, რაც გეგმის 93%–ია; მათ შორის: „დამატებული ღირებულების გადასახადის“ წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 5 826 330.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 5 459 647.3 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 93.7%; 



„აქციზის“ სახით მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 1 804 835.7 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (1 985 000.0 ათასი ლარი) 90.9%–ია; „გადასახადები საგარეო ვაჭრობასა და საგარეო ეკონომიკურ ოპერაციებზე“ (იმპორტის გადასახადი) წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 112 000.0 ათასი ლარი, მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 112 684.7 ათასი ლარი, რაც გეგმის 100.6%–ია.


„სხვა გადასახადების“ სახით მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-ნოემბერში შეადგინა 2 -156 637.7 ათასი ლარი. სახაზინო კოდების სისტემის რეფორმის ფარგლებში, 2016 წლის პირველი იანვრიდან ყველა გადასახადის სახაზინო კოდის გაუქმებისა და გადასახადის ერთიანი სახაზინო კოდის ამოქმედების შედეგად, გადასახადების მობილიზება ხდება აღნიშნულ ერთიან სახაზინო კოდზე და შემდგომში გადასახადი სახეების მიხედვით ნაწილდება ფაქტიურად დეკლარირებულ ვალდებულებებზე, ქრონოლოგიური წესით, კუთვნილი სავადო თარიღის მიხედვით. გრანტების წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 342 711.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებულია 312 510.8 ათასი ლარი, რაც გეგმის 91.2%–ია;


მათ შორის: – ინვესტიციური გრანტების ფარგლებში ჩარიცხული თანხების შესახებ ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის ინფორმაციით, სახაზინო სამსახურის ერთიანი ანგარიშის გაუვლელად მიღებული 23 321.9 ათასი ლარი;


– ,,საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 თავის, 35-ე მუხლის და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშზე განთავსებული თავისუფალი ნაშთის ნაწილი 69 718.4 ათასი ლარი, რომელიც მიიმართა სახელმწიფო ბიუჯეტში;


– სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე მყოფი ინვესტიციური პროექტების გრანტები სულ 4 464.0 ათასი ლარი, რომლის ექვივალენტი უცხოური ვალუტა, ხაზინის სავალუტო ანგარიშზე დონორების მიერ პროექტების დასაფინანსებლად ჩარიცხული თანხიდან, დაკონვერტირდა და ხაზინის ერთიანი ანგარიშის მეშვეობით მიიმართა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში;


– საგარეო წყაროებიდან მიღებული ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტები – 121 632.2 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (241 198.0 ათასი ლარი) 50.4%-ია;


– „სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვის და ხარჯვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის #419 ბრძანების თანახმად, ბიუჯეტში ასახული საბიუჯეტო ორგანიზაციებზე დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი დანიშნულების გრანტები 93 374.3 ათასი ლარი.


„სხვა შემოსავლების“ წლიურმა საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 945 000.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 1 032 612.9 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 109.3%. მ.შ. საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გრანტების გარდა 4 835.0 ათასი ლარი, რომელიც ბიუჯეტში აისახა ზემოთ მითითებული ბრძანების შესაბამისად.


2022 წლის იანვარ-ნოემბერში „არაფინანსური აქტივების კლებით“ მიღებული შემოსულობების მოცულობამ შეადგინა 156 614.2 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (300 000.0 ათასი ლარი) 52.2%-ია; მათ შორის: – შემოსულობებმა ძირითადი აქტივების გაყიდვიდან შეადგინა 134 051.5 ათასი ლარი, რაც წლიური საპროგნოზო მოცულობის (270 000.0 ათასი ლარი) 49.6%–ია; – არაწარმოებული აქტივების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსულობებმა შეადგინა 22 561.5 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (30 000.0 ათასი ლარი) 75.2%-ია. 3 „ფინანსური აქტივების კლებით“ მიღებული შემოსულობების მოცულობამ შეადგინა 124 492.3 ათასი ლარი, რაც წლიური საპროგნოზო მოცულობის (150 000.0 ათასი ლარი) 83%–ია.


„ვალდებულებების ზრდით“ მიღებული შემოსულობების მოცულობამ შეადგინა 2 595 796.7 ათასი ლარი, რაც წლიური საპროგნოზო მოცულობის (3 641 637.0 ათასი ლარი) 71.3%-ია: მათ შორის: - საშინაო ვალდებულებების ზრდით ფაქტიურად მიღებული იქნა – 1 053 649.8 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (1 300 000.0 ათასი ლარი) 81%-ია;


- საგარეო ვალდებულებების ზრდით მიღებული იქნა – 1 542 146.9 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (2 341 637.0 ათასი ლარი) 65.9%–ია: მათ შორის: - საინვესტიციო გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები - 1 280 133.2 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (1 541 637.0 ათასი ლარი) 83%-ია; მათ შორის: – ინვესტიციური კრედიტების ფარგლებში ჩარიცხული თანხების შესახებ ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის ინფორმაციით, სახაზინო სამსახურის ერთიანი ანგარიშის გაუვლელად მიღებული კრედიტები სულ 757 735.8 ათასი ლარი; – სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე მყოფი ინვესტიციური პროექტების კრედიტები სულ 522 397.4 ათასი ლარი;


– საგარეო წყაროებიდან მიღებული ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები – 262 013.7 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (800 000.0 ათასი ლარი) 32.8%-ია. ინვესტიციური კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში ჩარიცხული თანხების შესახებ ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების ანგარიშგებაში ასახვისას ამოითიშა კრედიტების და გრანტების თანხები 504 936.0 ათასი ლარი, რომელიც ჩაირიცხა ხაზინის სავალუტო ანგარიშზე და პროექტის განმახორციელებლების მიერ, ხარჯების გაწევის შესაბამისად, ხდება კონვერტირება და ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ბიუჯეტის შემოსულობებში მიმართვა.


„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ბიუჯეტის მხარჯავი ერთეულების მიერ მიღებული საკონსულო მოსაკრებლის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების აღრიცხვისა და გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის #835 ბრძანებულების შესაბამისად, საკონსულო მოსაკრებლებისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების სახით, საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი მომართვების საფუძველზე, 2022 წლის იანვარნოემბერში სახაზინო სამსახურის მიერ ხაზინის ერთიან ანგარიშზე გატარდა და სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც შემოსულობებში, ასევე გადასახდელებში, ასახული იქნა წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ მიღებული და ადგილზე გახარჯული თანხები, სულ 2 883.7 ათასი ლარი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up