რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქტის საერთო ღირებულება 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან ($813 516.9) შედარებით, $602 451 000-ით, $1 415 976 000-მდე გაიზარდა. ცვლილებამ 74.1% შეადგინა.
ამის შესახებ ცნობილი ხდება 2022 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში საგარეო ვაჭრობაის შესახებ საქატატის წინასწარ ანგარიშში
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი, კოქსი და ნახევარკოქსი, ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები, ხორბალი და მესლინი.