2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 226.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.5 პროცენტით მეტია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა 4 546.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (34.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 10 680.6 მლნ. აშშ დოლარი (33.2 პროცენტით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში 6 134.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 21 ნოემბერს.